აჭარა ერთპიროვნულად დაწინაურდა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარამ 32-22 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი და 6 თამაშიდან 12 ქულით დაწინაურდა. 

მორიგი მატჩები ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა. მეორე ადგილზე ერთი წაგებით არის ფოთი, ხოლო მესამეზე გადაინაცვლა სამტრედიამ, ვინც ზუგდიდი  28-16 დაამარცხა.

თუმცა, გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები აქვთ გამართული. აღმოსავლეთ საქართველოს 5 გუნდს ერთმანეთში ნათამაშები 4-4 მატჩი აქვს და მათ შორის უდანაკარგოდაა პეგასი – 4 მოგება. ამ წელს სათამაშოა კიდევ 3 თამაში – 7 დეკემბერს ზესტაფონში, რის შემდეგაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი მატჩები უკვე 2020 წელს გაიმართება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)

30 ნოემბერი, ზესტაფონი

ტყიბული – სამტრედია 5-30

ფოთი – აჭარა 22-32

ტყიბული – აჭარა 10-48

ზუგდიდი – სამტრედია 16-28

ტყიბული – ფოთი 9-28

ზუგდიდი – ქუთაისი 10-0

მსაჯები: შ. სტურუა-ზ. აბრამიშვილი, თ. ბჟალავა – გ. გველესიანი

 30 ნოემ.
      სხვ  
  აჭარა 6   6   0   0 257-99 12  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  ზუგდიდი 6   3   0   3 109-73 6  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  წყალტუბო 5   2   0   3 90-113 4  
  ქუთაისი 6   2   0   4 83-113 4  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 6   1   0   5 60-180 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7 დეკემბერი, ზესტაფონი

13:00 სენაკი – წყალტუბო

14:00 ზუგდიდი – აჭარა

15:00 ქუთაისი – წყალტუბო

Leave a Reply