EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ჯანო ბაგრატიონი 80 წლისაა

გამოჩენილი ქართველი ხელბურთელი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე ჯანო ბაგრატიონი 80 წლის შესრულდა. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია გულითადად ულოცავს მას იუბილეს.

ჯანო ბაგრატიონი 1938 წლის 4 აპრილს დაიბადა თბილისში. თბილისის ქარიშხალას შემადგენლობაში 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1965, 1966 და 1967 წლებში ვერცხლის, 1963 წელს კი ბრინჯაოს პრიზიორი იყო. 1969-1973 წლებში გახლდათ ქარიშხალას მთავარი მწვრთნელი.

1973 წლიდან ჯანო ბაგრატიონი ქართულ სპორტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა: იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973-84); თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984-86); საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986-96) და პირველი მოადგილე (1996-2000); საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-04) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან)

ჯანო ბაგრატიონი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, არის სპორტის საპატიო ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის რაინდის წოდების მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

Leave a Reply