ხვალ ფინალებია: ბათუმი – პეგასი, ფოთი – ქარიშხალა

თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები ქალთა და კაცთა შორის. კაცების ფინალში 23 მაისს ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თბილისის პეგასი, ქალებში – ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის ქარიშხალა. 

ყველაზე დრამატული მატჩი პეგასსა და ქუთაისს შორის გაიმართა. პეგასმა 30-29 მოიგო, ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა დიხამინჯიამ, რომელმაც ამ თამაშში ოთხი შვიდმეტრიანი მოიგერია.

პეგასი თავიდანვე დაწინაურდა და პირველი ტაიმში 8 ბურთითაც იგებდა (13-5). თბილისელთა ორი მოთამაშე, კალანდაძე და ზარნაძე მეტოქემ პერსონალურად აიყვანა, თუმცა, ორივემ ჯამში მაინც გაიტანა 17 გოლი, მათ მხარი აუბეს კუხალაშვილმა და პეგასის ერთადერთმა ვეტერანმა, გრიშიკაშვილმა.

ქუთაისის გამთამაშებელს, გამზარდიას ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, ამიტომაც გუნდს მხოლოდ პერიოდულად, მცირე ხნით ეხმარებოდა. ქუთაისს გაუძღვნენ სტურუა (11 დარტყმიდან 9 გოლი) და რუსტამოვი (ათიდან – რვა), მერე ტაიმში კარგად შემოვიდა 18 წლის ჯემალ იმნაძე და გუნდმა 6 ბურთით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (11-17) დევნა წამოიწყო. დასრულებამდე 13 წუთით ადრე რუსტამოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ამის შემდეგ თამაში 1-2 ბურთის ფარგალში იყო, სანამ არ დადგა ბოლო წუთი, როდესაც ქუთაისს პირველად მიეცა გათანაბრების შანსი – დიხამინჯიამ შვიდმეტრიანი მოიგერია და პეგასმა 30-29 მოიგო.  

მეორე ნახევარფინალში რეგულარული სეზონის გამარჯვებული BSB ბათუმი ფავორიტი იყო თელავის სტუ-იმედთან, მაგრამ ტაიმის ბოლოს იმედის მეკარე ცინცაძეს 12 მოგერიება ჰქონდა, ანგარიში კი თანაბარი იყო. ბათუმმა უპირატესობა მხოლოდ მეორე ნახევარში მოიპოვა, საუკეთესო კი იყო უკანახაზელი სიმონია – 8 გოლი 13 მცდელობიდან.

ქალთა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ყვარელმა შვიდივე მატჩი მოიგო, თუმცა, ნახევარფინალში დამარცხდა ფოთთან. ფოთელებმა პირველ ოც წუთში მოიპოვეს საგრძნობი უპირატესობა: როდესაც ანგარიში 14-7 გახდა. მათ უპირატესობა გუნდურ თამაშში ჰქონდათ და ლიდერ ჯგერენაიას (11 გოლი) კარგად წაეხმარნენ ბჟალავა (11) გოგია (7), სურგულაძე (5) და მეკარე ჯავახია, ხოლო ყვარლის გოლების თითქმის ორი მესამედი ორი მოთამაშის, ქიტესაშვილის და თეთრაშვილის (10-10) ანგარიშზე იყო. ოქროს ვერძმა 35-31 მოიგო, მეორე ნახევარფინალში კი ქარიშხალამ იოლად, 36-24 დაამარცხა სამტრედია.

ხვალ, 12 საათიდან ჯერ ქალთა და კაცთა ბრინჯაოს ფინალებია, 16 საათზე ქარიშხალა შარშან მოპოვებულ ტიტულს ფოთელებთან დაიცავს, ხოლო 18 საათიდან იგივეს შეეცდება ბათუმი პეგასის წინააღმდეგ.

ბათუმსა და პეგასს ამ სეზონში მეორე სატიტულო მატჩი აქვთ: საქართველოს თასის ფინალში, 27 სექტემბერს, პეგასმა 30-29 გაიმარვა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ფინალური ოთხეულები  

კაცები უმაღლესი ლიგა

ნახევარფინალი, 22 მაისი, სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 27-22

ბათ: ტორონჯაძე (6 მოგერიება), ხანდოლიშვილი (5) – სიმონია 8, გოგოლაძე 4, მსხვილიძე 4, კოხრეიძე 4, ტალახაძე 3, აბრამიშვილი 2, ტიელიძე 1, თევზაძე 1, ბერძენიშვილი წივწივაძე, სურმავა (ვარშალომიძე – მჟავანაძე, სტოლბოვი) – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

თელ: ცინცაძე (17) – ყორიაული 7, გოგალაძე 6, ცისკარიშვილი 3, დოლმაზაშვილი 3, მიქავა 2, ბაინაზიშვილი 1, იობაშვილი, კორსანტია, გავაშელიშვილი (ხიდეშელი – ბერაძე, დანელიშვილი) – მწვ. კეკელიძე, მეტრეველი, ორჯონიკიძე

მსაჯები: რ. ლოშაკი – ა. შაიბაკოვი (უკრ)

ქუთაისი – პეგასი 29-30

ქუთ: ანდრიაძე (7), მაისურაძე (6), გულეიშვილი (1) – სტურუა 9, რუსტამოვი 8, ფერაძე 4, ჯ. იმნაძე 3, მერკვილაძე 2, ხაჟომია 1, გამზარდია 1, ბულბულაშვილი 1, კობახიძე, ჯუღელი (ლომიძე,  ლ. იმნაძე) – მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი

პეგ: დიხამინჯია (11) – კალანდაძე 10, ზარნაძე 7, გრიშიკაშვილი 6, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 1, ქათამაძე, გვაზავა, ლაპიაშვილი, შუბითიძე (გორგოძიანი – პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, ჟვანია) – მწვ. კალანდაძე, სახვაძე

მსაჯები: რ. ლოშაკი – ა. შაიბაკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

ქალები, უმაღლესი ლიგა

ნახევარფინალი, 22 მაისი, სპორტის სასახლე

ყვარელი – ოქროს ვერძი ფოთი 31-35

ყვ: ამონაშვილი (7) – ქიტესაშვილი 10, თეთრაშვილი 10, მიხელიძე 3, მ. ტეტოშვილი 3, ფუღიაშვილი 3, სურამლიშვილი 2, აფციაური, სმოიანი (კოკორაშვილი, თავღორიშვილი, დ. ტეტოშვილი) – მწვ. ხარებაშვილი, ღონიშაშვილი

ფოთ: ჯავახია (13), ფიფია (2) – ჯგერენაია 12, ბჟალავა 11, გოგია 7, სურგულაძე 5, კუპრიევა, რურუა, კობახია, გვათუა, ბაირამიდი – მწვ. ჟვანია, გეფერიძე, ჭანტურია

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

ქარიშხალა – სამტრედია 36-24

ქარ: არაბაჯევი (25) – ა. ჩხაიძე 13, ქ. ცინცაძე 8, მ. ცინცაძე 7, ხმელაძე 3, ციცქიშვილი 3, ი. ჩხაიძე 2, კირვალიძე (ჩხეტიანი – თათარაშვილი, ბიძინაშვილი, კაკაბაძე, კვეკვესკირი, რაზმაძე, ქარჩავა) – მწვ. ციცქიშვილი 

სამ: კოპალეიშვილი (23) – ცირეკიძე 8, ბურკაძე 6, ესაკია 5, ტყეშელაშვილი 2, ჩხაიძე 2, ფოცხვერია 1,  რუსია, კარტოზია, ჩოგოვაძე – მწვ. ხონელიძე, ხელისუფალი

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

23 მაისი, ფინალი

12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის. ყვარელი – სამტრედია

14:00 კაცები, მესამე ადგილისთვის. იმედი-სტუ თელავი – ქუთაისი

16:00 ქალები, ფინალი. ფოთი – ქარიშხალა

18:00 კაცები, ფინალი.  BSB ბათუმი – პეგასი

Leave a Reply