gnhf-rrr

ხვალ ერთა ჩემპიონატის წილისყრაა

8-16 ივნისს თბილისში იმართება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი 12 ნაკრების მონაწილეობით. ამ ტურნირის წილისყრა ხვალ გაიმართება ბაზელში, IHF ოფისში. 

თორმეტივე მონაწილე ქვეყანა გარკვეულია. ბოლო საგზური მოიპოვა კუბამ, რომელმაც ჩრდილო ამერიკისა და კარიბის აუზის შესარჩევი ტურნირის ფინალში 37-36 დაამარცხა ამერიკის შეერთებული შტატები. თავის მხრივ, ამერიკის გუნდმა საერთაშორისო ფედერაციისგან თბილისის ტურნირის ვაილდ-კარდი მიიღო.

შესაბამისად, ტურნირზე მონაწილეობს 6 ევროპული გუნდი:  ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა, საქართველო, აზერბაიჯანი, ორი ჩრდილოამერიკული (კუბა, აშშ), ორი აზიური (ჩინეთი, ინდოეთი), თითო სამხრეთამერიკული (კოლუმბია) და აფრიკული (ნიგერია).

წილისყრის დროს 12 ნაკრები განაწილდება ორ 6-6 გუნდიან ჯგუფად. გუნდები ასე იქნებიან დაწყვილებული: ინდოეთი-ნიგერია, კუბა-აშშ, კოლუმბია-მალტა, ბრიტანეთი-ირლანდია, ბულგარეთი-ჩინეთი, საქართველო-აზერბაიჯანი. ჯერ გაანაწილებენ პირველ 5 კალათას, შემდეგ კი საქართველოს ფედერაცია, როგორც მასპინძელი, ამოირჩევს ჯგუფს, აზერბაიჯანი კი, შესაბამისად, მეორე ჯგუფში მოხვდება.

ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებითვის ითამაშებენ. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეიოფის საგზურს.

IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება . წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 – თბილისის სპორტის სასახლე

მონაწილეობს 12 გუნდი: აშშ, კუბა (ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბის აუზი), კოლუმბია (სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა), ჩინეთი, ინდოეთი (აზია), ნიგერია (აფრიკა), ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა, საქართველო, აზერბაიჯანი (ევროპა)

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი, ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022 მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

Leave a Reply