EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ჭაბუკთა ჩემპიონი 10 აპრილს გამოვლინდება

6-10 აპრილს სპორტკომპლექს არენაში გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. მონაწილეობს სამი რეგიონული ლიგის პირველობებიდან შერჩეული 8 საუკეთესო გუნდი – თბილისის პეგასი, წყალტუბო, გორი, ფოთი, რუსთავი, ბათუმი, სამტრედია და კახეთი.

რადგანაც სამ რეგიონულ ლიგაში გუნდებს რაოდენობა განსხვავებული იყო, ხელბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა დასავლეთიდან ფინალური ტურნირის საგზური 4 გუნდს მიანიჭა, აღმოსავლეთიდან სამს, ხოლო კახეთის ლიგიდან ფინალში რეგიონის ნაკრები გამოვა.

6, 7 და 8 აპრილს ჯგუფური ეტაპია, 9  აპრილს 2-2 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალებს ითამაშებს, ხოლო 10 აპრილს ორი დასკვნითი მატჩია ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის.

საქართველოს ამ ასაკის, თექვსმეტწყამდელთა ნაკრებ გუნდს უკვე წლეულს უწევს ოფიციალურ ევროპულ შეჯიბრებებში ჩართვა. ოღონც პლაჟის ხელბურთში. 8-10 ივლისს ჩვენი გუნდი პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიოონატი. ჭაბუკები, 2000-01.

ფინალური ტურნირი. არენა, 6-10 აპრილი

A ჯგუფი: წყალტუბო (დას-1), გორი (აღმ-2), კახეთი, სამტრედია (დას-4)

B ჯგუფი: პეგასი (აღმ-1), ფოთი (დას-2), რუსთავი (აღმ-3), ბათუმი (დას-3)

6 აპრილი, არენა 2

11:00 გორი-კახეთი, 14:45 წყალტუბო-სამტრედია

12:15 პეგასი-ბათუმი 13:30 ფოთი-რუსთავი

7 აპრილი, არენა 2

11:00 წყალტუბო-კახეთი, 13:30 გორი-სამტრედია

12:15 ფოთი-ბათუმი 14:45 პეგასი-რუსთავი

8 აპრილი, არენა 2

10:00 სამტრედია-კახეთი, 12:30 წყალტუბო-გორი

11:15 რუსთავი-ბათუმი 13:45 პეგასი-ფოთი

9 აპრილი, არენა 1. ნახევარფინალი

11:30 ა1-ბ2, 12:50 ბ1-ა2

10 აპრილი, არენა 2.  ფინალი

11:00 3 ადგილისთვის, 12:20 მთავარი ფინალი

Leave a Reply