ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში მიემგზავრება

5 აგვისტოს ხელბურთელ ჭაბუკთა ნაკრები მიემგზავრება უკრაინაში, სადაც ევროპის ჩემპიონატის წინ სამ საწვრთნელ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატი 15 აგვისტოს იწყება თბილისის ახალ სპორტის სასახლეში.

ქალაქ ბროვარიში, 5-8 აგვისტოს, ჩვენი გუნდების მეტოქეები იქნებიან უკრაინისა და მოლდოვის ჭაბუკთა ნაკრებები, ასევე – ერთ-ერთი უკრაინული კლუბი. გუნდი 9 აგვისტოს  დაბრუნდება თბილისში და მზადების ბოლო სტადიაზე გადავა.

ორთვიანი მზადების შემდეგ საქართველოს ნაკრების უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი პორტნოიმ 18 ხელბურთელი დაიტოვა. მათგან უკრაინაში გაემგზავრება 14, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე გუნდში 16 მოთამაშე იქნება, ამასთან, ტურნირის განმავლობაში შესაძლებელია 2 მათგანის შეცლა.  ტურნეზე წასული 14 ხელბურთელის გარდა, მწვრთნელის განკარგულებაში არიან დავით ყორიაული, გიორგი კაჭკაჭაშვილი,  რევაზ ბერაძე და მეკარე გიორგი ვათიაშვილი.

2016 წლის ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატი, EHF ახალი ფორმატის თანახმად, ოთხი ტურნირისგან შედგება. საკვალიფიკაციო ტურნირები გაუქმდა, ასაკობრივი რეიტინგის 16 საუკეთესო გუნდი 11-21 აგვისტოს ითამაშებს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა გადანაწილდა სამ ტურნირზე – 15-21 აგვისტოს, საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში. ამ სამი შეჯიბრების თითო გამარჯვებული მიიღებს 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.

ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში, 5-8 აგვისტო

GK: სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (1998, იმედი) 

LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო)

LB: ზურაბ გოგავა (1998, პეგასი), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)

CB: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), 

RB: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), გიორგი ტიელიძე (1998, გორი), 

RW: ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), ნიკოლოზ ბაჯალაძე (1998, ფოთი)

P: გიორგი მიქავა (1998, იმედი), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (1960, უკრ) 

მწვრთნელი ოლექსანდრ გურსკი (1966, უკრ)

ექიმი გურამ ადამია (1995)

ხელბურთი. 18  ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო

თბილისიახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო

15 აგვისტო: 13:00 რუმინეთი-ლატვია, 18:00 ბოსნია-საქართველო

16 აგვისტო14:00 ლატვია-ბოსნია, 18:00 საქართველო-რუმინეთი

18 აგვისტო14:00 რუმინეთი-ბოსნია, 18:00 ლატვია-საქართველო

B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი

15 აგვისტო: 15:00 მონტენეგრო-ბრიტანეთი, 20:00 ბელარუსი-ბელგია

16 აგვისტო16:00 ბრიტანეთი-ბელარუსი 20:00 ბელგია-მონტენეგრო

18 აგვისტო16:00 ბელგია-ბრიტანეთი  20:00 ბელარუსი-მონტენეგრო

20 აგვისტო, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 – ნახევარფინალები

21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 – ფინალები

ლიტვაში, 15-21 აგვისტო

A: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა

B: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა

ბულგარეთში15-21 აგვისტო

A: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი

B: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები

თითო გამარჯვებული მოიპოვებს 20-წლამდელთა ევრო 2018 საგზურს

ევრო 2016 18 კაცებიხორვატია, 11-21 აგვისტო

A: ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია

B: დანია, სლოვენია, რუსეთი, სლოვაკეთი

C: შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია

D: გერმანია, სერბეთი, პორტუგალია, პოლონეთი

Leave a Reply