წყალტუბომ მეორედ მოიგო, ბათუმი და სამტრედია ლიდერობენ  

წყალტუბოში დასრულდა ჭაბუკთა მემორიალური ტურნირი იქაური ხელბურთის ერთ-ერთი მესვეურის, როინ მეტრეველის პრიზზე. ეს შეჯიბრება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრეც იყო დასავლეთი საქართველოს გუნდებს შორის. 

მეტრეველის ხსოვნის ტურნირი, ისევე როგორც ვახტანგ ხელისუფლისა და მილერ ქიშმარიას მემორიალი, რომელიც 5 ოქტომბერს დასრულდა სამტრედიაში, მოიგო წყალტუბოს ჭაბუკთა გუნდმა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთხელ დაამარცხა უკრაინელი სტუმარი, ქალაქ მელიტოპოლის გუნდი – 31-25. მელიტოპოლი ამ ტურნირზეც მეორე ადგილზე გავიდა, მესამე პრიზიორი კი შეიცვალა – სამტრედიამ და ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა ერთმანეთში ფრედ, 16-16 ითამაშეს, ბურთების უკეთესი სხვაობით კი ბრინჯაოს მედალი ამჯერად ბათუმელებს ერგოთ.

თუმცა, წყალტუბოს პრომეთე 2002-03 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს, ამიტომაც ამ შეჯიბრების დასავლეთის ზონას ლიერობენ სწორედ ბათუმისა და სამტრედიის გუნდები 11-11 ქულით. მესამეზეა აჭარის გუნდი. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასავლეთის 7 გუნდს შორის სწორედ სამტრედიაში და წყალტუბოში ნათამაშები მატჩებით დაკომპლექტდა. ახლა საქმეში ჩაერთვებიან აღმოსავლეთის გუნდები. 

ხელბურთი. როინ მეტრეველის მემორიალი, ჭაბუკები. წყალტუბო, 6-8 ოქტომბერი.

1. წყალტუბო 8 ქულა – 2. მელიტოპოლი 6 – 3. ბსბ ბათუმი 5 – 4. სამტრედია 5 – 5. აჭარა 4 – 6. ფოთი 4 – 7. ხელვაჩაური 0 – 8. ქუთაისი 0

ოქტომბერი. წყალტუბო – მელიტოპოლი 31-25, ბსბ ბათუმი – ქუთაისი 38-6, ხელვაჩაური – აჭარა 27-36; ოქტომბერი. წყალტუბო – ქუთაისი 29-14. სამტრედია – აჭარა 23-17, ხელვაჩაური – ფოთი 23-26, აჭარა – მელიტოპოლი 18-31, სამტრედია – ფოთი 22-15, ბსბ ბათუმი – მელიტოპოლი 0-10; ოქტომბერი. წყალტუბო – სამტრედია 26-19, ბსბ ბათუმი – ხელვაჩაური 23-13, აჭარა – ქუთაისი 37-13, მელიტოპოლი -ფოთი 31-17, სამტრედია – ბსბ ბათუმი 16-16, ხელვაჩაური – წყალტუბო 14-31, ფოთი – ქუთაისი 28-16

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

დასავლეთი, პირველი წრე.სამტრედია, წყალტუბო, 3-8 ოქტომბერი.

სამტრედია. ქუთაისი – ზუგდიდი 2 20-14, ფოთი – აჭარა 19-23, ხელვაჩაური – ზუგდიდი-2 21-18, სამტრედია – ხელვაჩაური 17-8, ქუთაისი – ხელვაჩაური 25-23, ბსბ ბათუმი – აჭარა 26-23, სამტრედია – ქუთაისი 28-8, ფოთი – ბსბ ბათუმი 17-25, სამტრედია – ზუგდიდი-2 29-11

წყალტუბო. ბსბ ბათუმი – ხელვაჩაური 23-13, აჭარა – ქუთაისი 37-13, სამტრედია – ბსბ ბათუმი 16-16, აჭარა – ზუგდიდი 2 24-12, ფოთი – ქუთაისი 28-16, სამტრედია – აჭარა 23-17, ზუგდიდი 2 – ბსბ ბათუმი 0-10, ხელვაჩაური – ფოთი 23-26, სამტრედია – ფოთი 22-15, ზუგდიდი – 2 – ფოთი 0-10, ბსბ ბათუმი – ქუთაისი 38-6, ხელვაჩაური – აჭარა 27-36

BSB ბათუმი 11 ქულასამტრედია 11,  აჭარა 8, ოქროს ვერძი ფოთი 6, ქუთაისი 4, ხელვაჩაური 2, ზუგდიდი 0

Leave a Reply