gnhf-rrr

ცხოვრებაძის გუნდი მერვედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საფრანგეთის მონპელიემ პლეიოფში გასვლა გაინაღდა. 

11 ტური, მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-11/1872453

ტურნირი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა. მე-11 ტურში ლიგის 2018 წლის ჩემპიონმა მონპელიემ შინ 25-24 დაამარცხა 2016 წლი გამარჯვებული, პოლონეთის კელცე, 13 ქულა დააგროვა და მერვედფინალში ითამაშებს. 18 წლის ქართველი ხელბურთელი 11 თამაშიდან ექვსში, მათ შორის კელცესთან, გუნდის შემადგენლობაში იყო.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 3 ტურია. B ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რომელიც პირდაპირ მეოთხდფინალში თამაშის უფლებას იძლევა, იბრძოლებენ გერმანიის კილი და უნგრეთის ვესპრემი. მერვედფინალში გასულები არიან მონპელიე და კელცე, ხოლო ბოლო 2 საგზურის პრეტენდენტები ატიან პორტუგალიის პორტუ, მოქმედი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი და ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი.

A ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კანდიდატები არიან ბარსელონა, პსჟ და უნგრეთის სეგედი. მერვედფინალში გავიდა დანიის ოლბორგი, მიზანთან ძალიან ახლოა გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი, ბოლო საგზურისთვის კი იბრძვიან სლოვენიის ცელიე, ნორვეგის ელვერუმი და ხორვატიის ზაგრები.

მე-12 ტური 12 თებერვალს დაიწყება.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 201920კაცები. ჯგუფური ეტაპი

11 ტური: 5-9 თებერვალი. თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

A ჯგუფი: ბარსელონა 20 – სეგედი 18, პსჟ 18, ოლბორგი 11, ფლენზბურგი 9, ცელიე 6 – ელვერუმი 3, ზაგრები 3

სეგედი (უნგ) – ოლბორგი (დან) 26-26

ბომბაჩი 5 – იულ-ლასენი 6, სმარასონი 6

ზაგრები (ხორ) – ფლენზბურგი (გერ) 25-26

შიპიჩი 8 – შტაინჰაუზერი 7, იონდალი 5

ცელიე (სლნ) – პარი სენ ჟერმენი (საფ) 29-33

კოდრინი 6 – სიპრჟაკი 9, ჰანსენი, კუნკუ 4

ელვერუმი (ნორ) – ბარსელონა (ესპ) 26-30

ფრედრიკსენი 5 – არინიო, გომესი 6

B ჯგუფი: კილი 18 – ვესპრემი 16, მონპელიე 13, კელცე 12, პორტუ 10, ვარდარი 9 – ბრესტი 6, ზაპოროჟიე 4

კილი (გერ) – ვარდარი (მკდ) 34-23

ეკბერგი 8, ლანდინი 6 – კრიშტოპანსი 6, სტოილოვი 5

პორტუ (პორ) – ვესპრემი (უნგ) 24-31

ბრანკინიო 6 – ბოროზანი 7, გაიჩი 6

მონპელიე (საფ) – კელცე (პოლ) 25-24

დესკა 9, ვილმინო 7 – კულეში 5, მორიტო 5

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 33-36

12 ტური: 12-16 თებერვალი

CD ჯგუფები. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად

ვისლა პლოცკი – ბიდასოა ირუნი: 22, 29 თებერვალი

სპორტინგი – დინამო ბუკურეშტი: 22 თებერვალი, 1 მარტი

Leave a Reply