ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში პირველად ითამაშა

საფრანგეთის მონპელიეს 18 წლის ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე პირველად გავიდა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში და კლუბს პოლონეთის კელცეს დამარცხებაში დაეხმარა – 29-27, იქამდე კი პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის სტარლიგაში.

ჩემპიონთა ლიგაში მონპელიემ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად სტუმრად. ცხოვრებაძე მოედანზე 24-ე წუთზე შევიდა და პირველი ტაიმის ბოლომდე ითამაშა – მან და ჟულიენ ბოსმა შეცვალეს ვალონტან პორტი და იანის ლენი (მონპელიეს მეხუთე ცაციას, მელვინ რიშარდსონს არ უთამაშია).

ცხოვრებაძემ შესვლისთანავე დაარტყა კარში 9 მეტრიდან, თუმცა ააცილა. ის და ბოსი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მარჯვენა ინსაიდისა და გარემარბის პოზიციაზე, კლუბმა კი ტაიმის ბოლომდე უპირატესობა შეინარჩუნა (14-12), ხოლო მატჩი ზუსტად ამავე სხვაობით მოიგო 29-27.

კელცე-მონპელიე: https://www.ehftv.com/int/video/pge-vive-kielce-montpellier-hb/1722825

ცხოვრებაძის ეპიზოდი: https://www.facebook.com/GEONHF/videos/521238802009032/

სამი დღით ადრე, საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაში ცხოვრებაძემ თავისი პირველი გოლი გაიტანა. კლუბმა სტუმრად ფრედ ითამაშა სენ-რაფაელთან 29-29, ქაართველის 2 დარტმიდან კი 1 შედეგიანი იყო. მონპელიეს 6 მატჩიდან 4 მოგება 1 ფრე და 1 წაგება აქვს და 9 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონატში კლუბს მომდევნო თამაში 16 ოქტომბერს აქვს ისტრთან ხოლო 19 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაში B ჯგუფის ლიდერს, გერმანიის კილს უმასპინძლებს.

გოლი სენ-რაფაელთან: https://www.facebook.com/677207982289661/videos/2447168858943089/

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. B ჯგუფი, 4 ტური. 12 ოქომბერი

კელცე (პოლ) – მონპელიე (საფ) 27-29

კელ: ვოლფი, კორნეცკი – იანცი 7, აგინაგალდე 6, კულეში 5, მორიტო 2, კარალეკი 2, ლიევსკი 2, კარაჩიჩი 1, ა. დუიშებაევი 1, ფერნანდესი 1, იურკევიჩი, გილო, ფეჰლივანი

მნპ: შეგო, ბონფუა, პორტნერი – სუსი 6/7, ვილმინო 6/9, დესკა 4/7, პორტი 4/7, გრები 3/4, ლენი 2/3, ბოსი 2/2, აფგური 1/1, პეტერსონი 1/2, ცხოვრებაძე 0/1, მ. მენგონი

ხელბურთი. საფრანგეთი, ლიდლ სტარლიგა. 9 ოქტომბერი

სტ. რაფაელი – მონპელიე 29-29

მნპ: შეგო, ბონფუა, პორტნერი – დესკა 10/12, ვილმინო 6/7, ლენი 5/6, ბოსი 3/5, სუსი 2/6, ცხოვრებაძე 1/2, პეტერსონი 1/1, პორტი 1/2, აფგური 0/1, დუარტე 0/3, სიმონეტი 0/1, გრები, მ. მენგონი

6 ტურის შემდეგ: პსჟ 12, ნანტი 10, ესი 10, მონპელიე 9, ივრი 7, ტულუზი 6, ნიმი 6, ისტრი 6, დიუნკერკი 6, შარტრი 4, შამბერი 3, კრეტეი 2, ტრემბლე 2, სტ. რაფაელი 1

Leave a Reply