ცინცაძის დღე!

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, დღემდე დაუმარცხებელმა მასპინძელთა გუნდმა იმედი-სტუსთან 38:40 წააგო, ხოლო ბათუმის BSB-მ სპორტის უნივერსიტეტს 45:28 აჯობა.

მართალია, ამ დღეს ქუთაისისა და იმედის შეხვედრა რიგით მეორე იყო, მაგრამ დრამატიზმით უპირველეს ყურადღებას იმსახურებდა. სტუმრების გამარჯვება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო იმედისა და საქართველოს ნაკრების მეკარის ზურაბ ცინცაძის შესანიშნავი თამაში, თუმცა, მასთან აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქუთაისელთა შეცდომებიც – მასპინძლები მეორე ტაიმის შუაში ორჯერ ფლობდნენ ორკაციან რიცხობრივ უპირატესობას, მაგრამ ვერ ისარგებლეს.

რაც შეეხება შავი ზღვის ბიჭებისა და სპორტუნის შეხვედრას, ის საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის მოსალოდნელი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თავიდან სტუდენტები იგებდნენ. BSB-მ პირველად მე-11 წუთზე გაქვითა ანგარიში (6:6) მე-17 წუთიდან კი წინ გავიდა (8:7), რის შემდეგაც სპორტუნიმ მთელი 11 წუთის განმავლობაში ვერ შეძლო გოლის გატანა.

აღსანიშნავია, რომ აამ შეხვედრაში სპორტუნის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაემის, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.

ხვალ BSB იმედს შეხვდება, ხოლო ქუთაისი სპორტის უნივერსიტეტს. შემდეგ დაიწყება სანაკრებო პაუზა და მზადებას დაიწყებს საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც 2020 წლის იანვარში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირები აქვს.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე და მესამე წრეს გუნდები 2020 წელს ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი 45:28 სპორტუნი

ბათ: ტორონჯაძე – გოგოლაძე7 , აბრამიშვილი 6, ტიელიძე6 , სიმონია 6, ტალახაძე 6, მიქავა 4, ლაპიაშვილი 4, მსხვილიძე 3, გიორგაძე 1, თურმანიძე 1, კახიძე 1, სტოლბოვი, კაკულია, ვაშალომიძე.

სპ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 12, იობაშვილი 7, აბდელაიემი 5, ზურაბიანი 3, გულდედავა 1, იმნაძე, დელიბაშვილი.

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი

ქუთაისი 38:40 იმედი-სტუ

ქუთ: გელეიშვილი, მააისურაძე, რუხაძე – გამზარდია 11, სურმავა 8, მერკვილაძე 5, ხაჟომია 4, სტურუა 4, ზარნაძე 3, რუსტამოვი 2, ფერაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, გულეიშვილი, ლომიძე, აბულაძე.

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – ჭელიძე 11, ყორიაული 11, გავაშელიშვილი 5, კორსანტია 4, აბჟანდაძე 4, ერისთავი 2, თიგიშვილი 2, დიდია 1, დოლმაზიშვილი.

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი

 17 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 6
5 0 1 261-201 10  
  BSB ბათუმი 6
5
0 1 233-160 10
 
  პეგასი 7     5     0     2     225-203     10    
  იმედი სტუ 6 4 0 2 171-154
8  
  გორი 7 3 0 4 219-264 6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  სპორტუნი 6     1     0     5     192-222     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

 

 

 

 

 

 

 

 


18 დეკემბერი, ქუთაისი

14:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ

15:30 ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply