ჩოხელის 11 ბურთი ბალკანეთის ლიგაში

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი მედეა ჩოხელი წარმატებით თამაშობს მაკედონიურ კლუბ კუმანოვოში, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში.

ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს მეტალურგი და ვერცხლის პრიზიორი, კუმანოვო. მეტალურგს შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, კუმანოვოს – ექვსიდან ექვსი, ჩოხელმა კი ამ ექვს თამაშში 25 გოლი გაიტანა.

ბალკანეთის ქალთა ლიგა კი რეგიონალური შეჯიბრებაა, სადაც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები თამაშობენ. A ჯგუფში არის ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე – სლოვენიის კრიმ მერკატორი და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ასევე – ბოსნიის იაგოდინა. B ჯგუფში თამაშობენ კუმანოვო, სერბეთის ზაეჩარი, მონტენეგროს რუდარი და ბოსნიის  გრუდე.

კუმანოვომ უკვე მოიგო ორი თამაში. ჯერ დაამარცხა რუდარი 29-20, ქართველმა ხაზის მოთამაშემ ამ მატჩში 6  გოლი გაიტანა. მეორე თამაშში მაკედონიელებმა აჯობეს ზაეჩარს და ჩოხელი კვლავ საუკეთესოთა შორის იყო 5 გოლით. დარჩა მატჩი ბოსნიურ კლუბთან და ჯგუფში პირველობის შემთხვევაში კუმანოვო გავა ფინალში, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს ეხვდება.

კუმანოვო – ზაეჩარი, ჩოხელის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/796148200806701

ხელბურთიმაკედონიაქალთა სუპერლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.მეტალურგ სკოპიე 21 (7 თამაშიდან), 2კუმანოვო 18 (6),  3. ვარდარი 15 (6), 4. ჩაირი 15 (6), 5. სტრუჟანკა 12 (7), 6. დესპინა 12 (7), 7. სპარტაკი 7 (7), 8. გევგელია 7 (6), 9. პელისტერი 6 (6), 10. ოვჩე პოლე 3 (6), 11. გორჩე პეტროვი 3(6), 12. ალუშოვსკი 3 (7), 13. კუზმან-ვარდარი 3 (7)

Leave a Reply