ჩოხელის 10 გოლი ჩემპიონთან მატჩში

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატის ლიდერთა მატჩში კუმანოვომ 38-27 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს მეტალურგი. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა. 

კუმანოვო – მეტალურგი, ჩოხელის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/736921656827028 

ამ მატჩამდე ორივე გუნდი 9-9 მოგებით მივიდა. კუმანოვო წინა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, ჩოხელი კი გუნდში სეზონის წინ, პელისტერიდან გადავიდა. ქართველი ხაზის მოთამაშე პირველივე წუთებიდან საუკეთესო იყო – სწორედ მან გატანა კუმანოვოს პირველი 4 გოლი, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა მოთამაშეს ხელ-ფეხი გაეხსნა.

კუმანოვომ ტაიმი დიდი უპირატესობით მოიგო – 20-8, მეორე ტაიმში კიდევ უფრო დაწინაურდა (24-8), ბოლოში კი მეტალურგმა სხვაობა ოდნავ შეამცირა. ჩოხელს მეორე ტაიმის შუაშუი ცხრა დარტყმიდან 9 გოლი ჰქონდა გატანილი, შემდეგ ორჯერ ააცილა, მაგრამ ათ გოლამდე მაინც ავიდა.

კუმანოვო 10 მატჩიდან 10 მოგებით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

კუმანოვო – მეტალურგი 38-27

კუმ: ჩოხელი 10, ტრაიკოვიჩი 6, იანკულოვსკა 5, შარანოვიჩი 5, გლიგორიადისი 4, კიპრიანოვსკა 3, ბორიზოვსკა 3, მარკოვიჩი 1, გიჩევსკა 1

ხელბურთიმაკედონიაქალთა სუპერლიგა. 10 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. კუმანოვო 30, 2. მეტალურგ სკოპიე 27, 3. ვარდარი 24, 4. ჩაირი 24, 5. სტრუჟანკა 24 (11), დესპინა 18, 7. სპარტაკი 11, 8. გორჩე პეტროვი 9, 9. პელისტერი 8, 10. გევგელია 7 (9), 11. ალუშოვსკი 4, 12. ოვჩე პოლე 3, 13. კუზმან-ვარდარი 3

Leave a Reply