ჩვენ გვიყვარს ჩვენი გოლიათი!

რუმინეთის ხელბურთის სუპერლიგაში შოთა თევზაძის გუნდი გუშინ, ზედიზედ 5 მოგების შემდეგ დამარცხდა პოტაისა ტურდასთან, 21-26, თამაშის შემდეგ კი ფოჩანის მეკარეს მაყურებელმა მხურვალედ მიულოცა  დაბადების დღე (ვიდეო).  

ვიდეო: https://www.facebook.com/nikoloza.georgia/posts/10213861523720485

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუშინ 38 წლის გახდა და კარგადაც ითამაშა ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ამ მოგებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ფოჩანი ფაქტობრივად უკვე გასულია პლეიოფში, რადგანაც უახლოეს კონკურენტ ბაია მარეს მთელი 10 ქულით უსწრებს და თამაშიც მარაგში აქვს. ფოჩანი-ტურდას მატჩის პირველი ტაიმი 12-12 მორჩა, მეორეც კარგა ხანს ფრე იყო (15-15 მე-40 წუთზე) და  სტუმარმა გუნდმა მხოლოდ მატჩის დაბოლოება მოიგო.

ფოჩანის და თევზაძის მთავარი მიზანი ამ სეზონში რუმინეთის თასის მოებაა. აქ გუნდი უკვე გასულია ფინალურ ოთხეულში, რომელსაც საკუთარ მოედანზე გამართავს. 9 მარტს ნახევარფინალში ფოჩანი ტიმოშოარას ხვდება. მეორე წყვილია სტიაუა – დინამო ბუქარესტი. ფინალი 10 მარტსაა.

წარწერა ფოტოზე: მრავალჟამიერ, შოთა! ჩვენ გვიყვარს ჩვენი გოლიათი… 

ხელბურთი. რუმინეთის  ეროვნული ლიგა. 1. კონსტანცა 19 მატჩი /45 ქულა – 2. პოტაისა ტურდა 19/42 – 3. CSM ბუკურეშტი 18/40 – 4. დინამო ბუკურეშტი 19/39 – 5. კელერაში 19/39 – 7. სტიაუა 19/35 – 6. ტიმიშოარა 18/34  – 8. ფოჩანი 18/31  — 9. ბაია მარე 19/21 – 10. ფეგერაში 19/17 – 13. ბუზაუ 19/15 – 13. სუჩავა 19/14 – 13. ბაკეუ 19/12 – 14. კლუჟი 19/0

Leave a Reply