gnhf-rrr

ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაიწყო

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ხელბურთში 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. პირველ დღეს თამაშები მოიგეს თბილისის პეგასმა, წყალტუბოს, გორისა და ფოთის გუნდებმა. 

ყველაზე დაძაბული გამოდგა დასავლეთის ლიგის ვერცხლის პრიზიორის, ფოთის ოქროს ვერძისა და აღმოსავლეთის მესამეადგილოსნის, რუსთავის მატჩი, რომელიც ფოთელებმა 37-36 მოიგეს. შესაძლოა, ეს მოგება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ნახევარფინალში გასასვლელად. ამავე ჯგუფში საქართველოს შარშანდელმა ჩემპიონმა, პეგასმა დაამარცხა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები – 37-17.

B ჯგუფში დასავლეთის ჩემპიონმა წყალტუბომ 29-21 მოუგო სამტრედიას, ხოლო გორმა დაამარცხა კახეთის ნაკრები, 32-19.  ტურნირში მონაწილეობს სამი რეგიონული პირველობიდან შერჩეული 8 საუკეთესო გუნდი. 7 და 8 აპრილს ჯგუფური ეტაპის მატჩებია, 9  აპრილს – ნახევარფინალები, ხოლო 10 აპრილს ორი დასკვნითი მატჩია ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ჭაბუკები, 2000-01

ფინალური ტურნირი. არენა, 6-10 აპრილი

A ჯგუფი: წყალტუბო (დას-1), გორი (აღმ-2), კახეთი, სამტრედია (დას-4)

B ჯგუფი: პეგასი (აღმ-1), ფოთი (დას-2), რუსთავი (აღმ-3), ბათუმი (დას-3)

6 აპრილი, არენა 2

A. გორი-კახეთი 32-19

გორ: ნიაზაშვილი 10, გუდურაშვილი 10, გახოკიძე 5, ტარუაშვილი 4, გოგინაშვილი 2, ლურსმანაშვილი 1

კახ: გოდელაშვილი 6, ჭიჭაშვილი 4, დ. ილაშვილი 4, ერგემლიძე 3, თ. ილაშვილი 1, ლაშხი 1

A. წყალტუბო-სამტრედია 29-21

წყ: ხელაძე 7, გოგიძე 5, მეფარიძე 3, გველესიანი 3, ციბაძე 3, ჯიმშელეიშვილი 2, რ. ბაბუნაშვილი 2, ბენიძე 2, ჯანგავაძე 1, შვანგირაძე 1

სამ: ძნელაძე 6, გაგუა 5, თევზაძე 4, ცეხცლაძე 3, ხომერიკი 3

B. პეგასი-ბათუმი 37-17

პეგ: კაჭკაჭაშვილი 11, კალანდაძე 9, კუხალაშვილი 7, ლაპიაშვილი 4, თ. კევლიშვილი 2, ნ. კევლიშვილი 2, ბუხაიძე 1, ჯაფარიძე 1

ბათ: შაინიძე 4, ფუტკარაძე 3, ზარქუა 3, კეკელიძე 3, ვასაძე 2, დუმბაძე 1, თურმანიძე 1

B. ფოთი-რუსთავი 37-36

ფოთ: შარტავა 13, ნოღაიდელი 10. ლორთქიფანიძე 8, ბჟალავა 5, დიდია 1

რუს: ეძგვერაძე 13, ჩოხელი 10, გავაშელიშვილი 5, ბაბუნაძე 4, გელაშვილი 4

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. წივწივაძე, გ. სამყურაშვილი, გ. სურმავა, ზ. აბრამიშვილი, დელეგატები: თ. თევზაძე, ლ. გელაშვილი

7 აპრილი, არენა 2

11:00 წყალტუბო-კახეთი, 13:30 გორი-სამტრედია

12:15 ფოთი-ბათუმი 14:45 პეგასი-რუსთავი

8 აპრილი, არენა 2

10:00 სამტრედია-კახეთი, 12:30 წყალტუბო-გორი

11:15 რუსთავი-ბათუმი 13:45 პეგასი-ფოთი

9 აპრილი, არენა 1. ნახევარფინალი

11:30 ა1-ბ2, 12:50 ბ1-ა2

10 აპრილი, არენა 2.  ფინალი

11:00 3 ადგილისთვის, 12:20 მთავარი ფინალი

Leave a Reply