ukr

ჩემპიონი 20 მაისს გამოვლინდება

გლდანის ხელბურთის ცენტრში დაიწყო უმცროსი ასაკის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს.17 მაისი. წყალტუბო – ქარიშხალა 10-7ბსბ ბათუმი – გორი 15-3სენაკი – რუსთავი 5-7სამტრედია – პეგასი 11-12ბსბ ბათუმი – ქარიშხალა 11-13სენაკი – გორი 13-4წყალტუბო – პეგასი 9-15სამტრედია – რუსთავი 10-7.

დღეს გაიმართა 8 მატჩი. ყველაზე საინტერესო გამოდგა თბილისის პეგასისა და სამტრედიის თამაში, რომელიც თბილისელებმა ბოლო წუთზე, 12-11 მოიგეს. პეგასმა დღეს მეორე მატჩიც მოიგო და ხუთიდან 5 მოგება აქვს. ლიდერობს აჭარა, 7 მატჩიდან 14 ქულით.

შეჯიბრებაში, რომელიც ნოემბერში დაიწყო, დასავლეთ საქართველოს 8 და აღმოსავლეთის 4 გუნდი ჩაება. ამერ-იმერის გუნდებმა ერთმანეთში უკვე ითამაშეს და ახლა ჯვარედინი ტურია. თბილისში ჯერ ბათუმი, სამტრედია, წყალტუბო, სენაკი ჩამოვიდნენ და 17-18 მაისს პეგასს, ქარიშხალას, რუსთავსა და გორს ეთამაშებიან. კვირას გვეწვევა დასავლეთის 4 საუკეთესო გუნდი – აჭარა, ფოთი, ქუთაისი და ზუგდიდი და ყველაზე საინტერესო მატჩებიც 19-20 მაისს გაიმართება. ჩემპიონი გამოვლინდება ორშაბათს, 20 მაისს.

2004-05 წლებში და უფრო გვიან დაბადებული ბიჭებისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა. გუნდები 10-10 წუთიან ტაიმებს თამაშობენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.  ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

საერთო ტური, გლდანი, 17-20 მაისი

17 მაისი

წყალტუბო – ქარიშხალა 10-7

ბსბ ბათუმი – გორი 15-3

სენაკი – რუსთავი 5-7

სამტრედია – პეგასი 11-12

ბსბ ბათუმი – ქარიშხალა 11-13

სენაკი – გორი 13-4

წყალტუბო – პეგასი 9-15

სამტრედია – რუსთავი 10-7

მსაჯები: თ, კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ა. ჩხაიძე, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

17 მაისი         გატ-გაშ    
აჭარა 7   7   0   0   140-47   14  
ფოთი 7   6   0   1   78-55   12  
ქუთაისი 7   5   0   2   77-55   10  
პეგასი 5   5   0   0   54-32   10  
ზუგდიდი 7   4   0   3   78-68   8  
ბათუმი 9   3   1   5   86-102   7  
სამტრედია 9   3   1   5   85-114   7  
ქარიშხალა 5   3   0   2   52-53   6  
რუსთავი 5   2   0   3   44-44   4  
წყალტუბო 9   2   0   7   83-104   4  
სენაკი 9   1   0   8   49-115   2  
გორი 5   0   0   5   24-61   0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

18 მაისი

11:00 სენაკი – პეგასი

11:45 წყალტუბო – რუსთავი

12:30 სამტრედია – ქარიშხალა

13:15 ბსბ ბათუმი – პეგასი

14:00 სენაკი – ქარიშხალა

14:45 წყალტუბო – გორი

15:30 ბსბ ბათუმი – რუსთავი

16:15 სამტრედია – გორი

Leave a Reply