gnhf-rrr

ჩემპიონი ცნობილია, პრიზიორები ხვალ ირკვევა

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, ჩვიდმეტწლამდელ გოგონებს შორის სათამაშო დარჩა 3 მატჩი. ფოთის ოქროს ვერძმა დღეს დაამარცხა თბილისის ქარიშხალა, 18-14 და ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.  

ფოთელებს (მწვ. დარეჯან გეფერიძე) 15 მატჩში 15 მოგება აქვთ.  „ოქოს ვერძის“ ამ ასაკის, 2000 წელს და გვიან დაბადებულთა გუნდი საქართველოს ჩემიონი 2014 წელსაც იყო. მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძვიან ქარიშხალა, თბილისის მამული და აჭარის გუნდი.

ჯერჯერობით მეორე ადგილზეა მამული 24 ქულით. 23-23 ქულა აქვთ ქარიშხალასა და აჭარას და ხვალ ერთმანეთში თამაშობენ. მამული ხვდება ფოთს.

მეხუთე ადგილი გაინაღდა სამტრედიის გუნდმა.  პეგასმა, ყვარელმა და წყალტუბომ ტურნირი უკვე დაასრულეს 8-8 ქულით და მათ შორის ადგილები პირადი მატჩების უკეთესი მაჩვენებლით გადანაწილდა. მეცხრეზეა გორი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01

მეორე წრის საერთო ტური: 1-3 მაისი, არენა 2

2 მაისი. ქარიშხალა-ფოთი 14-18, პეგასი-აჭარა 18-21, წყალტუბო-ყვარელი 0-10, პეგასი-ფოთი 9-24, აჭარა-გორი 14-2, ყვარელი-სამტრედია 9-9, ქარიშხალა-წყალტუბო 10-0, პეგასი-წყალტუბო 10-0, მამული-სამტრედია 18-11

—————-თ–მ–ფ–წ——-ბ—–ქ

ფოთი———15-15–0–0–312-137-30

მამული——15-12–0–3–288-159-24

ქარიშხალა—15-11–1–3–251-148-23

აჭარა———-15-11–1–3–202-152-23

სამტრედია—15–4–2–9–184-224-10

პეგასი———16–4–0-12–177-251–8

ყვარელი——16–3–2-11–127-228–8

წყალტუბო—16–4–0-12–146-209–8

გორი———–15–2–0-13–83-280–4

3 მაისი. 12:00  მამული-ფოთი, სამტრედია-გორი, აჭარა-ქარიშხალა

1 მაისი. მამული-აჭარა 19-23, სამტრედია – პეგასი 25-24, გორი-წყალტუბო 10-0, აჭარა-ყვარელი 18-11, ფოთი-გორი 28-4, სამტრედია-ქარიშხალა 14-22, მამული-წყალტუბო 10-0, ფოთი-ყვარელი 20-7

Leave a Reply