gnhf-rrr

ჩემპიონი ფოთია, გასარკვევია მესამე პრიზიორი

საქართველოს ჩემპიონი 17-წლამდელ გოგონათა შორის გახდა ფოთი ოქროს ვერძი, რომელმაც 21-9 დაამარცხა მამული და ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. 

მეორე ადგილი გუშინ გაინაღდა შარშანდელმა ჩემპიონმა აჭარამ, დღეს კი 13-20 წააგო პეგასთან. მესამე ადგილის მაძიებელთა მატჩში ქარიშხალამ 27-20 დაამარცხა სამტრედია, თუმცა, ბრინჯაოს მედალისტის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია. სამტრედიას ერთი თამაშით და 1 ქულით მეტი აქვს და სათამაშო დარჩა პეგასთან და ყვარელთან. ქარიშხალას დარჩა 3 მატჩი – წყალტუბოსთან, ბათუმთან და აჭარასთან.

მესამე ადგილის შანსი დარჩენილი ჰქონდა ყვარელსაც, მაგრამ დღეს მოულოდნელად წააგო ბათუმთან, 15-17. დღესვე, გლდანის ხელბურთის ცენტრში კიდევ 2 მატჩი გაიმართა: პეგასი – ბათუმი 21-11, ყვარელი – წყალტუბო 26-22.

გოგონათა ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და 8 მაისს დასრულდება.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

6 მაისი

ბათუმი – ყვარელი 17-15

აჭარა – პეგასი 13-20

ქარიშხალა – სამტრედია 27-20

ყვარელი – წყალტუბო 26-22

პეგასი – ბათუმი 21-11

ფოთი – მამული 21-9

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

6 მაისი გატ-გაშ    
ფოთი 22 20 1 1 413-272 41    
აჭარა 22 17 0 5 453-328 34    
სამტრედია 22 13 2 7 387-342 28    
ქარიშხალა 21 13 1 7 506-424 27    
ყვარელი 22 11 2 8 415-371 24    
პეგასი 22 11 2 9 402-362 24    
ბათუმი 23 4 1 18 274-406 9    
წყალტუბო 22 3 1 18 273-441 7    
მამული 22 2 0 20 332-509 2    

 

 

 

 

 

 

 

 

 

7 მაისი

12:00 ყვარელი – ფოთი

13:00 წყალტუბო – ქარიშხალა

14:00 სამტრედია – პეგასი

15:00 მამული – აჭარა

16:00 ქარიშხალა – ბათუმი

8 მაისი

12:00 მამული- წყალტუბო

13:00 აჭარა – ქარიშხალა

14:00 სამტრედია – ყვარელი

15:00 ფოთი – პეგასი

Leave a Reply