ჩემპიონი უკვე მეორე ადგილზეა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თელავის იმედმა 41-28 დაამარცხა გორი, გადაასწრო ქუთაისს და მეორე ადგილზე აინაცვლა. თუ თელაველები ხვალაც მოიგებენ, სხვაობას ლიდერთან, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან, მინიმუმამდე დაიყვანენ.  

გორს აკლდა ორი ლიდერი და აქცენტს უთუდ გადაიტანს პარასკევის მატჩზე, სადაც პლეიოფში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს, პეგასს ხვდება. პეგასი 2 ქულით წინაა და პირველი წრის მატჩიც მოგებული აქვს. დღეს თბილისელებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს სტუ-ქარიშხალა, 38-36, ხოლო ლაპიაშვილ-ზარნაძე-კალანდაძის სამეულმა ჯამში 31 გოლი გაიტანა.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

23 თებერვალს რვავე მონაწილე გუნდს 10-10 მატჩი დაუგროვდება, პირველი წრის საერთო ტური კი გაიმართება 6-9 მარტს, რის შემდეგაც დასრულდება მეორე წრე. სამი წრის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

9 ტური, აღმოსავლეთი. არენა 2. 22 თებერვალი

გორი – იმედი თელავი 28-41

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტიელიძე 9, დალაქიშვილი 5, მჭედლიშვილი 5, ზუბიაშვილი 4, ახალბედაშვილი 2, მურადაშვილი 2, შემშენოვი 1, ტერუნაშვილი, ზოზიაშვილი

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 9, ალანია 8, აბჟანდაძე 7, ზ. იობაშვილი 5, ცისკარიშვილი 4, გავაშელიშვილი 2, კორსანტია 2,  გოდელაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, ერისთავი 1, მიქავა, გულდედავა, ბერაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

პეგასი – სტუ ქარიშხალა 38-36

პეგ: ი. დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ლაპიაშვილი 15, ზარნაძე 8, კალანდაძე 8, კუხალაშვილი 4, ქათამაძე 2, შუბითიძე, კაკაბაძე 1, ტაბატაძე,  დ. ჟვანია, გვაზავა, მეგრელიშვილი, ჭანტურია

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობაძიძე 12, ასაბაშვილი 10, მამულაშვილი 5, ჩიკვილაძე 5, თიგიშვილი 3, ჯინჭარაძე 1, ოსიყმაშვილი, ეძგვერაძე, ბარკალაია, გურასპაული

მსაჯები: გ. გველესიანი – ნ. კევლიშვილი

ტექნიკური დელეგატი: ლ.გელაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ

BSB ბათუმი——–10—9—1—0–376-273–19

იმედი თელავი—–9—8—0—1–299-258–16

ქუთაისი————10—7—1—2–358-275–15

პეგასი—————-9—5—0—4–331-299–10

გორი—————–9—4—0—5–293-325—8

სტუ-ქარიშხალა—-9—2—0—7–271-287—4

წყალტუბო———10—2—0—8–299-391–4

სამტრედია———10—0—0–10–252-371–0

23 თებერვალი

14:30 იმედი თელავი – სტუ ქარიშხალა

16:30 პეგასი – გორი

Leave a Reply