ჩემპიონთა ლიგა პლეიოფის წინ

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფური ეტაპი 12 მარტს სრულდება, იქამდე კიდევ 2 ტურია სათამაშო. კაცთა ტურნირზე გასათამაშებელია პლეიოფის სულ 2 საგზური, ქალებში – 3. წინა ტურის მთავარი სენსაცია იყო გერმანიის კილის წაგება შინ, დანიის სილკებორგთან – 21-24.

კილს მერვედფინალში გასვლა განაღდებული აქვს, სილკებორგი კი A ჯგუფში მეექვსე, ბოლო გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის პოლონეთის ვისლასთან. B  ჯგუფში ბოლო საგზურისთვის კონკურენტები არიან ხორვატიის ზაგრები, სლოვენიის ცელიე და შვედეთის კრისტიანსტადი. ცალკე ბრძოლაა ამ ორ ჯგუფში პირველობისთვის, რაც პირდაპირ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას იძლევა.

ქალთა ტურნირზე სეზონში პირველი მარცხი იწვნია მაკედონიის ვარდარმა, რომელსაც 14 გოლით პირადად მოუგო მონტენეგროს ბუდუჩნოსტის ლიდერმა, კატარინა ბულატოვიჩმა.   

მიმოხილვაქალები: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-26-rewind-women-episode-10

კაცები: http://www.ehftv.com/int/video/2017-02-26-rewind-episode-12

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 12 ტური

A ჯგუფი

ბარსელონა 22 – პსჟ 20, ვესპრემი 14, ფლენზბურგი 11 (11), კილი 11, ვისლა 8 – სილკებორგი 6, შაფჰაუზენი 2 (11)

ვესპრემი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31-25

კილი (გერ) –  სილკებორგი (დან) 21-24

დუვნიაკი, ეკბერგი 4 – კნუდსენი 7

პსჟ (საფ) – შაფჰაუზენი (შვც) 34-26

ბარსელონა (ესპ)– ფლენზბურგი (გერ) 26-23

რივერა 4 – რადივოევიჩი 6

B ჯგუფი

ვარდარი 18 – რაინ-ნეკარი 17, კელცე 16, სეგედი 13, ბრესტი 12, ზაგრები 7 – ცელიე 7, კრიტიანსტადი 6

რაინ ნეკარი (გერ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 25-24

შმიდი, სიგურდსონი 7 – კრიშტოპანსი, კულაკი, სტოიკოვიჩი 6  

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ცელიე (სლნ) 35-30

ზაგრები (ხორ) – კრისტიანსტადი (შვდ) 26-23

კელცე (პოლ) – სეგედი (უნგ) 28-24

აგინაგალდე 8 – გორბოკი 6

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

13 ტური – 2-5 მარტს

ჯგუფი და ჯგუფებ. პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად.

5 და 11 მარტს: ლა რიოხა-ნანტი, 4 და 11 მარტს: მოტორ ზაპოროჟიე-მონპელიე

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17,  ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. 8 ტური

1 ჯგუფი: ვარდარი 13 ქულა, ფერენცვაროში 13, ბუდუჩნოსტი 10, მეცი 6 – ტიურინგერი 4, ასტრახანოჩკა 2

ფერენცვაროში (უნგ) – მეცი (საფ) 29-23

შაცლი, სუჩანსკი 6- ჰორაჩეკი, ზაადი 5

ასტრახანოჩკა (რუს) – ტიურინგერი (გერ) 26-24

ვარდარი (მკდ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 28-31

პენეზიჩი 6 – ბულატოვიჩი 14, ნიაგუ 6

2 ჯგუფი: დიორი 13, ლარვიკი 10, მიდტიულანდი 8, ბუკურეშტი 7 – კრიმი 6, ესბიერგი 4

ლარვიკი (ნორ) – ბუკურეშტი (რუმ) 35-33

კურტოვიჩი 8, ფრაფიორდი, თ. მორკი 7 – მარტინი 8, გულდენი 7

კრიმ მერკატორი (სლნ) – დიორი ეტო (უნგ) 17-34

ესბიერგი (დან) – მიდტიულანდი (დან) 22-21

9 ტური: 3-5 მარტს. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი

Leave a Reply