gnhf-rrr

ჩემპიონთა ლიგა ბოლომდე შეივსო

ხელბურთში  2016-17 სეზონის მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 22 სექტემბერს იწყება. წინა კვირაში გაიმართა ქალთა ტურნირის სამი საკვალიფიკაციო შეჯიბრება და ეს ტურნირიც ბოლომდე დაკომპლექტდა, ხოლო კაცებში სუპერ გლოუბი, ანუ კონტინენტთაშორისი თასი ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანიის ფუხსე ბერლინმა. 

ქალთა ლიგის სამივე საკვალიფიკაციო ტურნირი მასპინძელმა გუნდმა მოიგო – ნორვეგიის გლასვერკეტმა, გერმანიის ლაიპციგმა და სლოვენიის მერკატორმა საკუთარი მოედნის უპირატესობა გამოიყენეს და 14 ოქტომბრიდან პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაიწყებენ თამაშს, 22 სექტემბერს კი კაცების ჯგუფური ტურნირი იწყება.

იქამდე ყატარში გათამაშდა ტრადიციული სუპერ გლოუბი, რომლის ფინალშიც გერმანიის ფუხსე ბერლინმა დაამარცხა პარი სენ ჟერმენი – 29-28 და ჯილდო ზედიზედ მეორე მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები. კვალიფიკაცია, 9-1 სექტემბერი

კვალიფიკაცია 1 (ნორვეგიაში): გლასვერკეტი (ნორ) – ანკარა (თურ) 34-23, პოდრავკა (ხორ) – დალფსენი (ჰოლ) 30-7, ფინალი: გლასვერკეტი – პოდრავკა 28-19

კვალიფიკაცია 2 (გერმანიაში): ლაიპციგი (გერ) – გომელი (ბლრ) 29-18, ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – ბერა ბერა (ესპ) 25-21, ფინალი: ლაიპციგი – ჰიპო 32-30

კვალიფიკაცია 3 (სლოვენიაში): კრიმ მერკატორი (სლნ) – მიხალოვცე (სლკ) 28-22, ლუბლინი (პოლ) – კონვერსანო (იტა) 27-28, ფინალი: კრიმ მერკატორი – კონვერსანო 37-16

პირველი ჯგუფური ეტაპი, 14 ოქტომბრიდან

A ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (მნტ), ტიურინგერი (გერ), მეცი (საფ), გლასვერკეტი (ნორ)

B ჯგუფი: ვარდარი (მკდ), ასტრახანოჩკა (რუს), ფერენცვაროში (უნგ), ლაიპციგი (გერ)

C ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ), ბუქურეშტი (რუმ), მიდტიულანდი (დან), როსტოვი (რუს)

D ჯგუფი: ლარვიკი (ნორ), ესბიერგი (დან), სევეჰოფი (შვდ), კრიმ მერკატორი (სლნ)

3-3 გუნდი გადის მეორე ჯგუფურ ეტაპზე

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები. ჯგუფური ეტაპი, 22 სექტემბრიდან

A ჯგუფი: ვესპრემი (უნგ), ბარსელონა (ესპ), პსჟ (საფ), სილკებორგი (დან), ვისლა პლოცკი (პოლ) ფლენზ

ბურგი (გერ), შაფჰაუზენი (შვც), კილი (გერ)

B ჯგუფი: რაინ ნეკარი (გერ), კელცე (პოლ), ვარდარ სკოპიე (მკდ), ზაგრები (ხორ), მეშკოვ ბრესტი (ბლრ), სეგედი (უნგ), ცელიე (სლნ), კრისტიანსტადი (შვდ)

ჯგუფის გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C ჯგუფი: ლა რიოხა (ესპ), მეტალურგი (მკდ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), მონპელიე (საფ), ელვერუმი (ნორ), ტატრან პრეშოვი (სლკ)

D ჯგუფი: ნანტი (საფ), ჰოლსტებრო (დან), მოტორ ზაპოროჟიე (უკრ), ბეშიქთში (თურ), დინამო ბუქურეშტი (რუმ), ბრაგა (პორ)

2-2 გამარჯვებული ჯვარედინად (C1-D2, D1-C2) ეთამაშება ერთმანეთს, მერვედფინალში გასასვლელად.

ხელბურთი. სუპერ გლოუბი, 2016. კაცები. დოჰა, ყატარი, 5-8 სექტემბერი

მეოთხედფინალი: ალ სადი (ყატ) – სიდნი უნივერსიტი (ავლ) 34-18, ფუხსე ბერლინი (გერ) – ლეხვია (ყატ) 27-25, კელცე (პოლ) – ტობატე (ბრა) 33-30, პსჟ (საფ) – ესპერანსი (ტუნ) 38-31, ნახევარფინალი: ფუხსე ბერლინი – ალ სადი 32-26, პსჟ – კელცე 29-25, ფინალი: ფუხსე ბერლინი – პსჟ 29-28, 3. კელცე 4. ალ სადი 5, ესპერანსი 6. ლეხვია 7. ტობატე 8. სიდნი

Leave a Reply