ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს – სტუ-ქარიშხალამ 39-25 დაამარცხა პეგასი, ქულებით დაეწია ქუთაისს და უკეთესი პირადი ბალანსით (24-30, 36-29) გადაასწრო. თელავის იმედმა ძალიან მძიმე თამაში მოუგო გორს, 33-31 და ფინალურ ოთხეულში გასვლის შანსები შეინარჩუნა. რეგულარული სეზონის ბოლომდე დარჩენილია 4 ტური. შეჯიბრება 24 აპრილს განახლდება. 

პეგასმა დიდი რესურსი შეალია იმედთან გუშინდელ, პრინციპულ მოგებას, დღეს კი აკლდა გამთამაშებელი კალანდაძე, რომელმაც წინა მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. პირველ ტაიმში ბრძოლა იყო, ქარიშხალამ 19-15 მოიგო, მეორეში კი სხვაობა სწრაფად გაზარდა, 39-25. საუკეთესოები იყვნენ მეკარე ხანდოლიშვილი და მარჯვენა გარემარბი ბულბულაშვილი.

თელავის იმედი კი დასრულებამდე 16 წუთით ადრე 20-26 აგებდა გორთან, აკლდა წინა მატჩების საუკეთესო მეგოლე მაისაშვილი და არც თამაშის გადარჩენის პირი უჩანდა, იმდენად იყო დათრგუნული პეგასთან მარცხის შემდეგ. ასეთი შედეგის შემთხვევაში თელაველებს ოთხეულში მოხვედრის მიზერული შანსები რჩებოდათ, მაგრამ გორელებიც დაიღალნენ – 51-ე წუთზე მიქავამ გაათანაბრა,  ყორიაულმა წინ გაიყვანა იმედი, მალე კი ანგარიში 29-27 გახდა – თელაველებმა შვიდწუთიანი მონაკვეთი 9-1 მოიგეს. გორმა ამის შემდეგ ორჯერ შეამცირა სხვაობა ერთამდე, ბოლო წუთებზე პრესინგსაც მიმართა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა – 31-33.

დასკვნითი 4 ტური 24-27 აპრილს გაიმართება სპორტკომპლექს არენაში, სადაც შეიკრიბება რვავე გუნდი. სატურნირო ცხრილი სამ ნაწილად გაიყო: პეგასი და იმედი ნახევაარფინალში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებენ; სტუ-ქარიშხალა, ქუთაისი და ბათუმს სერიოზული კონკურენცია ექნებათ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასასრულებლად, რადგანაც ნახევარფინალში ერთმანეთს მე-2-3 ადგილებზე გასული გუნდები უწყვილდებიან და ერთმანეთთან ნაადრევი შეხვედრა სამი გრანდიდან არავის სურს; დაბოლოს, სამტრედიას, გორსა და წყალტუბოსაც ლოკალური დაპირისპირება ექნებათ ბოლო სამი ადგილის გასანაწილებლად.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

6 აპრილი. 17 ტური, აღმოსავლეთი. არენა 2.

იმედი თელავი – გორი 33-31

იმ: ცინცაძე, ლორია – ყორიაული 9, ცისკარიშვილი 7, მიქავა 4, ბაინაზიშვილი 4, გოგუა 3, გიორგაძე 2, აბჟანდაძე 2, ბაჯალაძე 1, ცხვარაშვილი 1, იობაშვილი

გორ: ვათიაშვილი – ტიელიძე 11, დალაქიშვილი 7, გაგლოშვილი 6, ნიაზაშვილი 4, ახალბედაშვილი 2, ზუბიაშვილი 1, ტ. მჭედლიშვილი

სტუ-ქარიშხალა – პეგასი 39-25

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ბულბულაშვილი 13, გ.ფერაძე 7, არსენაშვილი 5, კობახიძე 5, მამულაშვილი 3, სტურუა 3,  ოსიყმაშვილი 2, ჭერაშვილი 1, ჯორბენაძე, თიგიშვილი, ასაბაშვილი,

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გოგავა 9, ცხოვრებაძე 6, გ. დიხამინჯია 5, კაჭკაჭაშვილი 4, ლაპიაშვილი 1, ბაძაღუა, კუხალაშვილი, ქათამაძე, კახოშვილი

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

მეთვალყურე: ვ. ბერიაშვილი, ტაიმ-კიპერი ლ. ზაქარიაძე, ექიმი: კ. მანჯავიძე

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

სტუ-ქარიშხალა—-17–14—1—2–595-481-29

ქუთაისი————17–14—1—2–632-534-29

BSB ბათუმი——–17–13—1—3–639-504-27

პეგასი—————-17—9—1—7–611-564-19

იმედი თელავი——17—8—1—8–503-467-17

სამტრედია———-17—4—0–13–553-636–8

გორი—————–17—2—1–14–599-679–5

წყალტუბო———–17—1—0–16–504-771–2

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2

ყველა შედეგი:

არენა 1, 1-3 ტური, აღმოსავლეთი

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

ზესტაფონი, 1-3 ტური, დასავლეთი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

გლდანი, 4-7 ტური, საერთო

3 თებ. ბათუმი – იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30

სამტრედია – გორი 33-30, პეგასი – წყალტუბო 54-27

4 თებ. გორი – ბათუმი 38-45, წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47

იმედი თელავი – სამტრედია 40-30, ქუთაისი – პეგასი 35-33

5 თებ.  იმედი თელავი – წყალტუბო 43-29, ქუთაისი – გორი 49-36

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28, ბათუმი – პეგასი 30-34

6 თებ. გორი – წყალტუბო 34-37, იმედი თელავი – ქუთაისი 25-31

პეგასი – სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი 24-31

ოლიმპიური სასახლე, 8-10 ტური, აღმოსავლეთი

20 თებ. იმედი თელავი – სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი – პეგასი 34-36

21 თებ. სტუ-ქარიშხალა – გორი 45-39, პეგასი – იმედი თელავი 20-24

22 თებ. გორი – იმედი თელავი 30-30, პეგასი – სტუ-ქარიშხალა 28-35

ხელვაჩაური, 8-10 ტური, დასავლეთი

23 თებ. ქუთაისი – BSB ბათუმი 30-28, წყალტუბო – სამტრედია 30-44

24 თებ. BSB ბათუმი – წყალტუბო 50-31, სამტრედია – ქუთაისი 31-41

25 თებ. წყალტუბო – ქუთაისი 36-48, სამტრედია – BSB ბათუმი 28-47

არენა 2, 11-14 ტური, საერთო

13 მარ. იმედი თელავი – BSB ბათუმი 25-27, ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა 29-36

გორი – სამტრედია 40-32, წყალტუბო – პეგასი 27-53

14 მარ. BSB ბათუმი – გორი 36-34, სამტრედია – იმედი თელავი 24-29,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 48-27, პეგასი – ქუთაისი 40-46

15 მარ. წყალტუბო – იმედი თელავი 22-35, გორი – ქუთაისი 35-42

სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 34-41, პეგასი – BSB ბათუმი 24-36

16 მარ. წყალტუბო – გორი 32-41, სამტრედია – პეგასი 36-37

ქუთაისი – იმედი თელავი 28-27, BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 25-27

ქუთაისი, 15-17 ტური, დასავლეთი

1 აპრ. სამტრედია-წყალტუბო 31-28, ბათუმი-ქუთაისი 34-34

2 აპრ. წყალტუბო-ბათუმი 31-45, ქუთაისი-სამტრედია 40-32

3 აპრ. ბათუმი-სამტრედია 46-38, ქუთაისი-წყალტუბო 41-29

არენა 2, 15-17 ტური, აღმოსავლეთი

4 აპრ. სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი 26-21, პეგასი – გორი 43-34

5 აპრ. იმედი თელავი – პეგასი 23-31, გორი – სტუ-ქარიშხალა 43-34

6 აპრ. იმედი თელავი – გორი 33-31, სტუ-ქარიშხალა – პეგასი 39-25

Leave a Reply