EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

ჩემპიონატი ქუთაისში განახლდება

2 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში, კაცთა გუნდებს შორის.  3-3 მატჩის შემდეგ ლიდერობენ 2015 წლის ჩემპიონი, სტუ და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“.

პირველი წრის 3-3 მატჩი უკვე ყველა გუნდმა გამართა, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს 4-4 გუნდმა ერთმანეთში გაარკვია ურთიერთობა, ახლა კი ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან. გამართება 4 შეწყვილებული ტური. 

ქუთაისში, 2-3 თებერვალს, ქუთაისი და სამტრედია უმასპინძლებენ თბილისის პეგასსა და თელავის იმედს. 4-5 თებერვალს კი სტუ და და ქარიშხალა მიიღებენ ფოთის „ოქროს ვერძსა“ და ბათუმის გუნდს. 4 თებერვალს თამაშები სპორტკომპლექსი არენაში გაიმართება, ხოლო 5 თებერვალს – ახალ სპორტის სასახლეში. ეს პირველი შემთხვევა იქნება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, როდესაც ეს არენა ხელბურთის მატჩებს უმასპინძლებს.

9-10 თებერვალს, ქუთაისში, ქუთაისსა და სამტრედიასთთან სათამაშოდ ჩავლენ სტუ და ქარიშხალა, ხოლო 11-12 თებერვალს იმედი და პეგასი უმასპინძლებენ ბათუმსა და ფოთს. ამით პირველი წრე დასრულდება და მეორეც ანალოგიური პრინციპით გაიმართება.

8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

2-3 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

2 თებ. 14:00, სამტრედია-პეგასი, 16:00 ქუთაისი-იმედი თელავი

3 თებ. 13:00, სამტრედია-იმედი თელავი, 15:00 ქუთაისი-პეგასი

4 თებერვალი, თბილისი, არენა 1

14:00 სტუ-ბათუმი, 16:00 ქარიშხალა-ფოთი

5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

14:00 ქარიშხალა-ბათუმი, 16:00 სტუ-ფოთი

მდგომარეობა 3-3 მატჩის შემდეგ

—————თ—მ—ფ—წ——–ბ——ქ

ბათუმი——-3—3—0—0—108—84–6

სტუ———-3—3—0—0—104—89–6

სამტრედია—3—2—0—1—123—93–4

პეგასი——–3—2—0—1—-98—93–4

ქარიშხალა—3—1—0—2—103-109–2

ქუთაისი—–3—1—0—2—101-115–2

თელავი——3—0—0—3—-86-100–0

ფოთი——–3—0—0—3—-97-137–0

21-23 დეკემბერი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

21 დეკ.ფოთი-სამტრედია30-49,ბათუმი-ქუთაისი32-26

22 დეკ.ბათუმი-ფოთი44-29,სამტრედია-ქუთაისი45-31

23 დეკ.სამტრედია-ბათუმი29-32,ქუთაისი-ფოთი44-38

28-30 დეკემბერი, თბილისი, სპორტკომპლექსი არენა

28 დეკ.სტუ-ქარიშხალა36-29,პეგასი-იმედითელავი28-23

29 დეკ.იმედითელავი-სტუ 29-34,ქარიშხალა-პეგასი36-39

30 დეკ. ქარიშხალა – იმედი თელავი 38-34, სტუ – პეგასი 34-31

Leave a Reply