შინაური პირველობა დასრულდა, წინ ევროპის ჩემპიონატია

გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრის დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონებს შორის. ბოლო დღეს გასარკვევი იყო ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა. თბილისის ქარიშხალამ 23-21 მოუგო აჭარას და მესამე ადგილი დაიკავა. 

მამულმა მოუგო წყალტუბოს 16-12, მეოთხე ადგილზე დარჩენილმა სამტრედიამ 19-13 დაამარცხა ყვარელი, ხოლო ჩემპიონმა, ფოთის ოქროს ვერძმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა პეგასი, 17-14.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 9 გუნდი, რომლებმაც სამ წრედ გაითამაშეს პირველობა. გუნდებს სექტემბრიდან მაისის ჩათვლით  24-24 მატჩი დაუგროვდათ, რაც სოლიდური რაოდენობაა. შედარებისთვის, საკმაოდ ვებრი ევროპული ქვეყნის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატებში გუნდები ნაკლებს თამაშობენ. ამ ასაკში, 2002-03 წლებში დაბადებულთა შორის, წლეულს იმართება ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც 3-10 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატი სწორედ ამ უმთავრესი შეჯიბრების მოსამზადებელი ეტაპი იყო და შესაფერისი ყურადღებაც დაეთმო. 17-წლამდელთა ნაკრებში წარმომადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების უმეტესობას ჰყავს.

ჩემპიონი გახდა ფოთის ოქროს ვერძი (მწვრთნელები გელა ჟვანია, თემურ ჭანტურია, დარეჯან გეფერიძე). ფოთელებმა 24 მატჩიდან 22 მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე გაინაღდეს პირველობა. ოქროს ვერძის გოგონათა გუნდისთვის ეს პირველი ტიტული არ არის. 2014 და 2015 წლებში ფოთელებმა ორჯერ მოიგეს საქართველოს ჩემპიონატი უმცროს ასაკში, 15 წლამდელებს შორის, 2017 წელს გაიმარჯვეს 17-წლამდელთა ჩემპიონატში, ხოლო შარშან ამავე შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავეს.

მეორე ადგილზე გავიდა შარშანდელი ჩემპიონი აჭარის გუნდი (მწვ. მაია შალამბერიძე), მესამე იყო თბილისის ქარიშხალა (მწვ. ირმა ციცქიშვილი). შარშანდელი ჩემპიონატის პირველი სამეული იგივე იყო, ოღონდ სხვა მიმდევრობით: აჭარა, ქარიშხალა, ფოთი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ახლახან დასრულებულ 15-წლამდელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორთა სამეული სულ სხვა იყო: ყვარელი, სამტრედია, თბილისის მამული.

ქალთა ხელბურთში საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ამ სეზონში სამი ჩემპიონატი ჩაატარა. გასარკვევი დარჩა ეროვნული პირველობის გამარჯვებული. 22-23 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ფინალური ოთხეულის მატჩები. ნახევარფინალური წყვილები

ასეთია: ყვარელი – ფოთის ოქროს ვერძი, სამტრედია – თბილისის ქარიშხალა. ამავე დღეებში, 22-23 მაისს, აქვე მოეწყობა კაცთა უმაღლესი ლიგის დასკვნითი ეტაპი. ნახევარფინალებში ითამაშებენ: BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი, ქუთაისი – პეგასი.  

უახლოესი სახელბურთო შეჯიბრებას კი გლდანის დარბაზი მალევე უმასპინძლებს: 11-12 მაისს აქ დანიშნულია უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი. ნახევარფინალის წყვილებია: პეგასი – აჭარა, BSB ბათუმი – სამტრედია.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი

8 მაისი

მამული- წყალტუბო 16-12

აჭარა – ქარიშხალა 21-23

სამტრედია – ყვარელი 19-13

ფოთი – პეგასი 17-14

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

Leave a Reply