შესარჩევ ტურნირს დანაკლისით ვხვდებით

8 აპრილს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება ოცწლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან (სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი) ფინალურ ეტაპზე გადის მხოლოდ გამარჯვებული, რომლის ვინაობა 10 აპრილს გაირკვევა. 

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთშაბათს ბოლო ვარჯიში გამართა ახალ სპორტის სასახლეში. გუნდმა უკრაინელი ანდრეი პორტნოისა და ირაკლი კეკელიძის ხელმძღვანელობით თითქმის ორთვიანი წვრთნა გაიარა ორი საკონტროლო მატჩით უკრაინაში და კარგადაა მოზადებული, თუმცა, საკადრო პრობლემები აქვს.

შეჯიბრების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაშავდა ძირითადი შუამარბი თემურ ორჯონიკიძე, ბოლო მომენტში კი გაირკვა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება კიდევ ორი წამყვანი მოთამაშე – გიგა კოხრეიძე და ერეკლე არსენაშვილი. ორივემ გამოტოვა უკრაინული ტურნე, მაგრამ იყო იმედი, რომ შეჯიბრების დაწყებამდე დაშავებულები მოკეთდებოდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა.

გვესაუბრება ნაკრების მწვრთნელი, ანდრეი პორტნოი: – დანაკლისი, რა თქმა უნდა სერიოზულია. ორჯონიკიძის დაკარგვას კარგა ხანია, შევეგუეთ, მაგრამ, არსენაშვილი და კოხრეიძეც არანაკლებ დაგვაკლდებიან , როგორც შეტევაში, ასევე, დაცვაშიც. თანაც, რომ ორივე ეს ხელბურთელი პივოტად თმაშობს, ამ პოზიციაზე კი დაგვრჩა მხოლოდ ხაჟომია, რომელსაც უკანახაზელ ფერაძესაც დავახმართ. ბრონქიტი აწუხებდა ირაკლი კბილაშვილს, თუმცა, ის მწყობრშია და ითამაშებს. ამის მიუხედავად, გეგმებში არაფერი შეგვიცვლია – გუნდი ფიზიკურად კარგადაა მზად, გარკვეული ტაქტიკური მონახაზებიც გვაქვს მომზადებული და საკუთარ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ფავორიტი, რა თქმა უნდა, სერბეთია, მაგრამ მთავარია, მათთან შეხვედრას ორი გამარჯვებით შევხვდეთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

8 და 9 აპრილს თამაშები ახალ სპორტის სასახლეში 16 და 18 საათზე დაიწყება, 10 აპრილს – 14 და 6 საათზე. შესვლა თავისუფალია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩს 8 აპრილს, 18 საათზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს, შაბათს ამავე დროს ისრაელს ვეთმაშებით, კვირას, 16 საათზე – სერბეთს.  ფინალური ტურნირი დანიაში, ივლის-აგვისტოშ გაიმართება,

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

მე-6 ჯგუფი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 14:00 ისრაელი-საბერძნეთი, 16:00 სერბეთი-საქართველო

საქართველოს ნაკრები

1 სანდრო ხანდოლიშვილი GK ქარიშხალა 29.03.1998 178/70

12 ზურაბ ცინცაძე GK პეგასი 03.10.1996 178/75

16 ირაკლი ხიდეშელი  თუთუნსფორი, თურ GK 26.05.1996 190/83

2 ირაკლი გოგოლაძე სამტრედია RW 15.11.1996 177/75

3 ჯაბა ხაჟომია სამტრედია P 13.08.1996 182/86

4 გიგა ზარნაძე პეგასი CB 05.08.1999 192/83

5 გიგი ფერაძე ქარიშხალა P 20.04.1998 190/85

6 ლევან მამულაშვილი ქარიშხალა LW 14.05.1998 185/70

7 ხაზეინ რუსტამოვი ქუთაისი LW  09.12.1998 177/68

გიორგი ტიელიძე გორი RB 23.06.1998 195/84

9 გივი გიორგაძე სამტრედია LB 21.01.1996 192/85

10 ირაკლი კბილაშვილი ქუთაისი CB 02.10. 1998 185/72

13 ლუკა ბულბულაშვილი ქარიშხალა RB 11.06.1998 185/78

15 ზეზვა იობაშვილი იმედი-თელავი LB 11.07.1998 195/80

18 გიორგი ცხოვრებაძე პეგასი RB 19.02.2001 187/72

22 გიორგი დიხამინჯია პეგასი RW  21.06.1997 187/72

მწვრთნელი ანდრეი პორტნოი უკრ

მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მეკარეების მწვრთნელიამირან კომახიძე

ექიმი  გურამ ადამია

20 ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. ჯგუფიხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1ფინალური ტურნირი:  28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply