ukr

შავი ზღვის ბიჭები ლიდერია  

ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 32-29 მოუგო თბილისის „პეგასს“, „ქუთაისმა“ დაამარცხა თელავის სტუ-იმედი 36-31, რის შემდეგაც ეს გუნდები ცხრილში კიბეზე განლაგდნენ: ბათუმს 22 ქულა აქვს, ქუთაისს – 20, პეგასს – 18 და თელავს 16.  თბილისის სპორტის სასახლეში თამაშები ხვალ და ზეგაც გაიმართება.

 

ქუთაისმა პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აუღო იმედს, 36-31 და 4 ქულით გადაასწრო. პირველი ტაიმის დაბოლოება თელაველების იყო: ქუთაისელებს ერთბაშად დაუგროვდათ ბევრი გაძევება – იმედმა ტაიმი 19-17 მოიგო და მეორის დასწყისში 4 ბურთითაც დაწინაურდა 22-18. გარდამტეხი იყო 50-ე წუთი, როდესაც ბულბულაშვილმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა და დიდი ხნის შემდეგ დააწინაურა ქუთაისი, 28-27. ცოტა ხანში, ხაჟომიამ და რუსტამოვმა სხვაობა შვიდამდე აიყვანეს (34-27), ხოლო გამარჯვებულთაგან საუკეთესოები იყვნენ გამთამაშებელი გამზარდია (12 გოლი) და მეკარე ანდრიაძე.  

წყალტუბოს პრომეთეს მიერ სპორტის უნივერსიტეტის კარში გატანილი 29 გოლიდან 27 გაიტანა ორმა მოთამაშემ – მარცხენა ინსაიდმა ხელაძემ და ხაზის მოთამაშე გველესიანმა. ამას დაუმატეთ ახალგაზრდული ნაკრების მესამე წევრის, მეკარე სილაგაძის თამაში და წყალტუბომ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 29-26.

ბათუმმა თასის ფინალში წაგების შემდეგ ჩემპიონატში მეორედ დაამარცხა პეგასი – 32-29. კალანდაძემ 16 გოლი გაიტანა, მაგრამ „შავი ზღვისს ბიჭებმა“ მეტოქეს გუნდურობით აჯობა. მეორე ტაიმში ბათუმელებს რეგულარულად ჰქონდათ 4-6-ბურთიანი უპრატესობა და საქმე მოგებამდე მიიყვანეს.

დღის ბოლო მატჩში გორმა 38-33 მოუგო სამტრედიას და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

თბილისის სპორტის სასახლე. 27 თებერვალი

იმედი-სტუ თელავი – ქუთაისი 31-36

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – მიქავა 9, ცისკარიშვილი 6, ყორიაული 5, გოგალაძე 5, დოლმაზაშვილი 3, ბაინაზიშვილი 1, აბდულაევი 1, იობაშვილი 1, გავაშელიშვილი, კორსანტია, ბერაძე 

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – გამზარდია 12, რუსტამოვი 8, ხაჟომია 6, ბულბულაშვილი 5, სტურუა 4, მერკვილაძე 1, ფერაძე, კობახიძე, ლ. იმნაძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლომიძე

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

წყალტუბო – სპორტუნი 29-26

წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 17, გველესიანი 10, დარსაველიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, რ. ბაბუნაშვილი, ნიჟარაძე, მუკბანიანი, ქაშიბაძე

სპ: კუპატაძე – ჭელიძე 9, თიგიშვილი 5, იობაშვილი 5, ჩიკვილაძე 2, აბაშიძე 2, ცხვარაშვილი 2, ერისთავი 1, გურასპაუკი, ზურაბიანი, ჩაკვეტაძე, დელიბაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი –  ნ. კევლიშვილი

BSB ბათუმი – პეგასი 32-29

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – აბრამიშვილი 8, სიმონია 8, გოგოლაძე 6, კოხრეიძე 4, მსხვილიძე 2, წივწივაძე 2, სურმავა 1, ბერძენიშვილი 1, ტიელიძე, სტოლბოვი, კახიძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კალანდაძე 16, ბაძაღუა 5, ზარნაძე 3, ქათამაძე 2, გრიშიკაშვილი 2, კუხალაშვილი 1, შუბითიძე, გვაზავა, ჭანტურია, კკოხრეიძე, ჟვანია, პატაშური, მდივანი

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

სამტრედია – გორი 33-38

სამ: შველიძე, ფახურიძე – თევზაძე 6, აფრიდონიძე 6, ხელისუფალი 6, ხომერიკი 5, ადამია 5, დიდია 3, ნადირაძე 2, ხონელიძე, ქავზინაძე

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – ახალბედაშვილი 11, დალაქიშვილი 10, მჭედლიშვილი 8, ტარუაშვილი 4, ნიაზაშვილი 4, შემშენოვი 1, ხუბულური, ზოზიაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—12–11—0—1—514-334–22

ქუთაისი——-12–10—0—2—490-341–20

პეგასი———-12—9—0—3—503-367–18

იმედი-სტუ—-12—8—0—4—427-365–16

გორი———–12—4—0—8—426-504—8

სპორტუნი—–12—3—0—9—386-528—6

სამტრედია—-12—1—1–10—334-455—3

წყალტუბო—-12—1—1–10—290-476—3

28 თებერვალი

12:00 BSB ბათუმი – სპორტუნი

14:00 გორი – ქუთაისი

16:00 იმედი-სტუ თელავი – სამტრედია

18:00 წყალტუბო – პეგასი

1 მარტი

12:00 სპორტუნი – სამტრედია

14:00 პეგასი – ქუთაისი

16:00 გორი – წყალტუბო

18:00 იმედი-სტუ თელავი – BSB ბათუმი

Leave a Reply