gnhf-rrr

ყველაფერი მაისში გაირკვევა

თელავში, საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, ქუთაისმა 39-38 დამარცხა პეგასი და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, სამტრედიამ 36-33 მოუგო თელავის იმედს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. 

ორივე თამაში უკიდურესად დაძაბული იყო, გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა და ვნებებიც დუღდა – სამტრედიის მოთამაშემ სიმონიამ და მწვრთნელმა ხელისუფალმა ბოლო წუთებზე არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათები მიიღეს, ხოლო პეგასის მწვრთნელმა კალანდაძემ თამაშის შემდეგ საკმაოდ უხეში ფორმით გამოთქვა უკმაყოფილება მსაჯობის გამო.

სატურნირო სიტუაცია ასეთია: ოთხეულში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის ქუთაისი 2 ქულით უსწრებს პეგასს, მაგრამ თბილისელებს შანსები ისევ აქვთ – ისინი პირადი ბალანსით ჯობნიან კონკურენტს (38-35, 38-39) და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უკეთეს ადგილს დაიკავებენ.

სამტრედიამ ბურთების უკეთესი სხვაობით ჯერჯერობით გადაასწრო სტუ-ს და მეორე ადგილზეა, მაგრამ თუ ამ ორ გუნდს 14 ტურის შემდეგაც თანაბარი ქულები ექნა, მაშინ ამოქმედდება პირადი მატჩების წესი და აქ უპირატესობა ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს – 34-31, 31-30. 

მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში ქარიშხალა 3 ქულით უსწრებს თელავის იმედსა და ფოთის ოქროს ვერძს, რაც დასრულებამდე 3 ტურით ადრე სერიოზული უპირატესობაა. მე-7-8 ადგილზე გასულ გუნდებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გადათამაშება მოუწევთ პირველი ლიგის მე-2-3 ადგილებთან.  

უმაღლესი ლიგის რეგულარული ტურნირი დასრულდება აღმოსავლეთისა (9-11 მაისი: სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი-თელავი) და დასავლეთის (13-15 მაისი: ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ფოთი) ტურებით, რის შემდეგაც მოეწყობა სეზონის დასკვნითი ნაწილი – ფინალური ოთხეული და გადასასვლელი ტურნირი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

23 აპრილი, თელავი

პეგასი – ქუთაისი 38-39

პეგ: ცინცაძე – დიხამინჯია 9, ცხოვრებაძე 8, ზარნაძე 7, აბჟანდაძე 6, ლაპიაშვილი 5, ბაძაღუა 3, კაჭკაჭაშვილი, ბერაძე

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი – გრიშიკაშვილი 10, რუსტამოვი 9, მათნაძე 6, კბილაშვილი 6, კვერნაძე 4, ჩიხლაძე 2, მერკვილაძე 1, ძნელაძე 1, ჯუღელი, კობახიძე

იმედი-თელავი – სამტრედია 33-36

იმ: ლორია, ხარაიშვილი – ზ. იობაშვილი 10, გოგუა 7, ცისკარიშვილი 4, მიქავა 3, სლიმანოვი 3, ნარსია 2, ვალიევი 2, ბაინაზიშვილი 1, თ. მღებრიშვილი 1, ყორიაული, აბაშიძე, მელაშვილი

სამ: სამიტაშვილი, ხონელიძე – თევზაძე 9, გიორგაძე 8, ხაჟომია 7, სიმონია 6, გოგოლაძე 3, ნიკურაძე 1, ზურაბიანი 1, ანტონოვიჩი 1

მსაჯები: ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ), დელეგატი: ვ.ბერიაშვილი

 

 #  გუნდი თამ
სხვ
ქულა
 1   BSB ბათუმი 11 +96 18
 2   სამტრედია
11 +66 16
 3   სტუ 11 +20 16
 4   ქუთაისი 11 -3 14
 5   პეგასი 11 -10 12
 6  ქარიშხალა 11 -52 6
 7  იმედი თელავი 11 -38 3
 8  ფოთი 11 -79 3

 

12-14 ტურები

აღმოსავლეთი. 9-11 მაისი: სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი-თელავი

დასავლეთი. 13-15 მაისი: ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ფოთი

Leave a Reply