ყვარელმა საშუალედო პირველობა გაინაღდა

სპორტკომპლექს არენაში განახლდა ხელბურთში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. პირველივე მატჩში ყვარელმა 30-28 დაამარცხა უახლოესი მდევარი პეგასი და სამწრიანი ტურნირის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა. 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს. 

ოთხეული უკვე გარკვეულია – ყვარელი, პეგასი, მამული, წყალტუბო. გასარკვევია, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, პეგასი თუ მამული. მათი მატჩი ხვალ გაიმართება 13:20 საათზე, თუმცა, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ორი თბილისური გუნდი ნახევარფინალში შეხვდება ერთმანეთს, მეორე წყვილი ყვარელი-წყალტუბო იქნება. 

ყვარელი 2 ქულით უსწრებდა პეგასს, ხოლო პირად თამაშებში თანაფარდობა იყო (22-19, 19-24). შესაბამისად, თბილისელებს პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდათ და თამაშიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ორივე გუნდს ნაკრების თითო ხელბურთელ აკლდა (ყვარელს – კუნელაშვილი, პეგასს – ვენეცკი). კახელებმა მოიგეს ტაიმი (19-15). მეორეში პეგასმა შეძლო მეტოქის დაწევა, თუმცა, წინ გასვლა ვეღარ მოახერხა. დარიგდა ორ-ორი წითელი ბარათი, ხოლო ყვარელმა თინა ქიტესაშვილის ლიდერობით (11 გოლი), მაინც მოახერხა მოგება, ხოლო დღის ბოლო მატჩში აჭარის გუნდიც დაამარცხა, 27-13 და პირველი ადგილიც გაინაღდა ცამეტიდან 12 მოგებით.

წყალტუბოს პრომეთემ ბოლო წამებზე დაამარცხა თბილისის მამული, 31-30. თბილისელებს ორჯერ ჰყავდათ მეტოქე დამარცხებული  ამ სეზონში (33-20, 28-21), მაგრამ დღეს აკლდათ საქართველოს ნაკრების მეკარე ვარდიშვილი. ანა ყველაშვილმა, რომელიც პერსონალურად იყო აყვანილი, მაინც გატანა 12 გოლი და დასრულებამდე წუთით ადრე მამულმა თითქოს გატეხა მეტოქე, მაგრამ ბოლო, მე-60 წუთზე ჯიშკარიანმა და ჯავახაძემ გაათანაბრეს (30-30), თბილისელთა ბოლო შეტევა მოიგერია მეკარე ჩავჩიძემ, ჯულია ჩირგაძე წავიდა სწრაფ გარღვევაში და გამარჯვების გოლიც გაიტანა. 

მეორე დღის მთავარი მატჩია პეგასი-მამული.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატიქალებიმესამე წრე26-28 აპრილიარენა 2

26 აპრილი

პეგასი – ყვარელი 28-30

პეგ: ჩაჩუა, ჯიქურაშვილი – ჩოხელი 7, ჩოგოვაძე 7, ბერიძე 6, შოშიტაშვილი 3, სარაჯიშვილი 3, მორჩაძე 2, გაგნიძე, ქებაძე, ჩხაიძე

ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 5, ა. ფუღიაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 3, მიხელიძე 3, თ. იორდანიშვილი 2, კუპატაძე 2

მამული – წყალტუბო 30-31

მამ: არაბაჯევი – ყველაშვილი 12, შახულოვი 6, ღვალაძე 6, იაშვილი 4, წერეთელი 1, ხონელიძე 1, დანელია, გოგიჩაიშვილი

წყ: ნ. ჯიქია, ჩავჩიძე – ჯიშკარიანი 10, ჯავახაძე 9, კალანდაძე 6, ფანცხავა 2, ჯიმშელეიშვილი 2,  ჩირგაძე 2, დარსაველიძე

ყვარელი – აჭარა 27-13

ყვ: ტოჩილაშვილი – მიხელიძე 11, ქიტესაშვილი 8, თ. იორდანიშვილი  4, თეთრაშვილი 3, ფუღიაშვილი 1,  კუპატაძე, კორახაშვილი, არაბული

აჭ: ქარჩავა – ვასაძე 6, დოლიძე 4, ქამაშიძე 2, კომახიძე 1 ხოხბა, მურუსიძე, საფარიძე, გაბეჩავა, ღოღობერიძე, გუჩმანიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი,  გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე, დელეგატი: ლ. მარგიანი

მდგომარეობა: ყვარელი 24 ქულა (13 თამაშიდან), პეგასი 18 (12), მამული 16 (12), წყალტუბო 10 (12), აჭარა 4 (12), ფოთი 4 (15)  

ფოთის გუნდს მესამე ტურის ყველა თამაშში წაგებები ჩაეთვალა წაგება. 

4 საუკეთესო გუნდი გადის ფინალურ ოთხეულში.

27 აპრილი
12:00 წყალტუბო – აჭარა
13:20 მამული – პეგასი
14:40 წყალტუბო – ყვარელი
16:00 მამული – აჭარა
28 აპრილი
12:00 პეგასი – წყალტუბო
13:20 ყვარელი – მამული
14:40 აჭარა – პეგასი

ფოტო: თინა ქიტესაშვილი, ყვარელი და საქართველოს ნაკრები

Leave a Reply