gnhf-rrr

ყვარელი დაწინაურდა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატს ხელბურთში ლიდერობს ყვარლის გუნდი – 3 თამაშიდან 6 ქულა. 4-4 ქულა აქვთ ქარიშხალას, ფოთს, სამტრედიას და აჭარას. შეჯიბრება უკვე 2019 წელს განახლდება. 

დღეს, სპორტკომპლექს არენაში, ყვარელმა ზედიზედ მესამე თბილისური გუნდი დაამარცხა: ამჯერად – პეგასი, 41-33. ქვეყნის ჩემპიონმა, ქარიშხალამ მოუგო მამულს, 48-37.  

ახლა საერთო ტურში ერთმანეთში უნდა ითამაშონ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებმა. საბოლოოდ, 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.

დეკემბერში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში თამაშს გააგრძელებს თბილისის ოლიმპია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ნაკრებს წარმოადგენს. 8-9 დეკემბერს ჩვენებს ორი გასვლა აქვთ ბაქოში, ყარაბაღთან, ხოლო 20-21 დეკემბერს თბილისში მივიღებთ განჯლარ ბირლიის.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 1 დეკემბერი, არენა 2

ყვარელი – პეგასი 41-33

ყვ:  ამონაშვილი – ქიტესაშვილი 20, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 5, ფუღიაშვილი 4, მ. ტეტოშვილი 2, თავღორიშვილი 2, სმოიანი, დ. ტეტოშვილი, აფციაური, კოკორაშვილი

პეგ: ჩაჩუა, ახვლედიანი, გაზდელიანი – ჩხაიძე 19, სვანიძე 6, პაპუაშვილი 4, ქებაძე 4, ტარტარაშვილი, კორძაია, ექსეულიძე, ქ. მაკარაშვილი, ე. მაკარაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

ქარიშხალა – მამული 48-37

ქარ: არაბაჯევი, მუმლაძე – ა. ჩხაიძე 14, ქ. ცინცაძე 9, მ. ცინცაძე 7, ხმელაძე 6, ციცქიშვილი 6,  ი. ჩხაიძე 5, რაზმაძე 1, შერგელაშვილი, თათარაშვილი, დოღაძე, კაკაბაძე  

მამ: გორგიძე, გორჯოლაძე – შახულოვი 14, იაშვილი 7, ბერიკაშვილი 6, დანელია 5, ჩუხატურიანი 5, ქობალია, ჯოხაძე, მურჯიკნელი, მაჩაბელი

მსაჯები: ი.  ჭკუასელი – ზ. აბრამიშვილი

——————თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

ყვარელი——-3—3—0—0–129-102–6

ქარიშხალა—–3—2—0—1–126-113–4

ფოთი———–3—2—0—1—61-50—4

სამტრედია—–3—2—0—1—55-48—4

აჭარა————3—2—0—1—54-47—4

პეგასი———-3—1—0—2–112-121–2

წყალტუბო—–3—0—0—3—45-70—0

მამული———3—0—0—3–108-139–0

განახლდება 2019 წელს. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

Leave a Reply