gnhf-rrr

ქუთაისმა მეორე ადგილი შეინარჩუნა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-25 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, ქუთაისმა კი 37-34 დაამარცხა სტუ-იმედი. ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ხვალ მორიგი ორი მატჩია.

ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მეცამეტე მატჩში მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. სპორტის უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისში გაუძალიანდა ლიდერს: მეათე წუთზე ბათუმი მხოლოდ ერთი ბურთით იგებდა (7-6), მაგრამ ამის შემდეგ, შესვენებამდე, სხვაობა თერთმეტამდე გაზარდა –  24-13. 

მეორეში სტუდენტები ბევრით აღარ ჩამორჩნენ ბათუმელებს და სხვაობა იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ამავე გუნდების პირველი წრის მატჩში – ბათუმმა მაშინ 45-28 მოიგო, დღეს – 37-25. ბათუმი 24 ქულით ლიდერია, სპორტუნმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნა. მოგებულ გუნდში ყველაზე მეტი, 8 გოლი ხაზის მოთამაშე გიორგი მიქავამ გაიტანა, სტუდენტებს შორისაც ამ ამპლუის მოთამაშე, ირაკლი ჩაკვეტაძე იყო ყველაზე შედეგიანი – 7 გოლი.  

უფრო საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ცხრილში მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის. სტუ-იმედმა პირველ წრეში ქუთაისში დაამარცხა მეტოქე (40-38) და დღეს მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა.

ქუთაისი თავიდანვე დაწინაურდა (4-1), მაგრამ ტრავმა მიიღო მათმა გამთამაშებელმა უჩა გამზარდიამ და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 3-4. მალე, ხუთბურთიანი, ჩამორჩენის შემდეგ (4-9), იმედის მწვრთნელ ირაკლი კეკელიძეს წუთშესვენების აღება მოუხდა. სხვაობა ორამდე დავიდა (9-11), რის შემდეგაც ტაიმაუტი უკვე ალექსანდრე ბოყოჩაძეს დასჭირდა.

მთელი ბრძოლა თითქოს წინ იყო, მგრამ მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო იმედის მოთამაშემ, მეთოდე ჭელიძემ, ქუთაისი სწრაფად დაწინაურდა და შესვენებამდე სხვაობა გაიზარდა: 21-11.

საქმე გაკეთებული იყო, მეორე ნახევარში მოედანს დაუბრუნდა გამზარდიაც, იმედმა საქმე ნელ-ნელა გამოასწორა, მაგრამ ქუთაისელთა მოგება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საბოლოოდ, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა მოიგო იმაზე მეტით, ვიდრე პირველ წრეში დამარცხდა (37-34), მეტოქეს 4 ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე მტკიცედ დამკვიდრდა. 7-ტ გოლი გაიტანეს ქუთაისელმა უკანახაზელებმა, სტურუამ, გამზარდიამ და ფერაძემ, წაგებულ გუნდში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი დავით ყორიაულმა.

ხვალ ოლიმპიურ სასახლეში 16 საათზე ქუთაისი სპორტის უნივესრიტეტს შეხვდება, ხოლო 18 საათზე „შავი ზღვის ბიჭები“ – სტუ-იმედს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 3 მარტი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – BSB  ბათუმი 25-37

სპ: ხანდოლიშვილი – ჩაკვეტაძე 7, ბულბულაშვილი 6, იობაშვილი 5, ზურაბიანი 4, იმნაძე 2, გულდედავა 1, ჩიკვილაძე, დელიბაშვილი, აბდელდაიემი

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – მიქავა 8, გოგოლაძე 6, აბრამიშვილი 6, ტიელიძე 5, ტალახაძე 4, სიმონია 2, ლაპიაშვილი 2, გიორგაძე 1, მსხვილიძე 1, მჟავანაძე 1, ცხადაია 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

იმედი-სტუ – ქუთაისი 34-37

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 9, გავაშელიშვილი 6, ალანია 4, აბჟანდაძე 4, დოლმაზაშვილი 3, გოგალაძე 2, ჭელიძე 2, კორსანტია 2, ერისთავი 1, თიგიშვილი 1, გრიშიკაშვილი

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – სტურუა 7, გამზარდია 7, ფერაძე 7, ხაჟომია 5, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 3,  სურმავა 3, ზარნაძე 2, კობახიძე, აბულაძე, ჯუღელი, ლომიძე, იმნაძე

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

4 მარტი, ოლიმპიური სასახლე

16:00 სპორტუნი – ქუთაისი

18:00 იმედი-სტუ – BSB  ბათუმი

 3 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 13
12
0 1 505-345 24
 
  ქუთაისი 13
11
0 2 555-419 22
 
  იმედი სტუ 13 9 0 4 410-335 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 13     4     0     9     404-464     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

Leave a Reply