ქუთაისი IHF თასს მასპინძლობს

სამშაბათს ქუთაისის სპორტის სასახლეში იწყება საერთაორისო ტურნირი ხელბურთში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასი, რომელშიც მონაწილეობენ  საქართველოს, ბრიტანეთის, სომხეთის, ალბანეთის, მოლდოვის, მალტისა და კოსოვოს ახალგაზრდული ნაკრებები.

IHF თასი, ამ ფორმატით, მეოთხედ იმართება, თუმცა, შეჯიბრებას ჰყავდა წინამორბედი, ევროპული ჩელენჯ ტროფის სახით. ორივე ამ შეჯიბრებაში მონაწილეობენ ე.წ. განვითარებდი სახელბურთო ქვეყნები.

ევროპულ ჩელენჯ ტროფი 1999-2012 წლებში შვიდჯერ გაიმართა – თავდაპირველად, ეროვნული ნაკრებების დონეზე, ხოლო ბოლო, 2012 წლის შეჯიბრებას უკვე ასაკობრივი შეზღუდვა ჰქონდა. თავიდან, ეს მხოლოდ ევროპული ტურნირი იყო და ევროპული ფედერაცია, EHF ატარებდა, ხოლო 2010 წლიდან უკვე ევროპის ზონალური შეჯიბრებაა, რომლის გამარჯვებულიც, სხვა კონფედერაციების ჩემპიონებთან ერთად, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ინტერკონტინენტალური თასისთვის იბრძვის.

2014 წლიდან ევროპულ შეჯიბრებას უკვე ოფიციალურად დაერქვა IHF ტროფი – ევროპა და მონაწილეთა ასაკი 20 წლამდე შეიზღუდა. ინტერკონტინენტალური თასი მომდევნო წელიწადს თამაშდება ხოლმე 21-წლამდელთა შორის.

საქართველოს ნაკრების სამჯერ მონაწილეობდა ჩელენჯ ტროფიზე – 2008, 2010 და 2012 წლების გათამაშებაში, რომლის ფინალიც, წინასწარი შეჯიბრებების შემდეგ, იმართებოდა ხოლმე ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს.

2008 წელს, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მოიგო შესარჩევი შეჯიბრება თბილისში, ხოლო ფინალში, ნორვეგიის ქალაქ დრამენში, დაამარცხა ლუქსემბურგი – 28-27. ანალოგიურად წარიმართა 2010 წლის გათამაშება, ოღონდ იქ ფინალში, ავსტრიაში ჩვენი გუნდი დამარცხდა ფინეთთან, 28-30 და ინტერკონტინენტალურ თასზე თამაშის უფლება მეტოქეს დაუთმო.

2012 წლის ჩელენჯ ტროფიზე ასაკი უკვე 23 წლით იყო შეზღუდული, საქართველოს ნაკრები კი წინასწარ ეტაპზე ფარერებთან დამარცხდა.

2014 წლიდან საბოლოოდ დადგინდა მონაწილეთა ასაკი – 20-21 წლამდე. ჩვენმა გუნდმა ანდორაში გამართულ ზონალურ ტურნირზე მხოლოდ ფინალი დათმო ფარერის კუნძულებთან.

საბოლოოდ სამი გამართული IHF ინტერკონტინენტალური თასიდან სამივე მოიგო ევროპული ზონის გამარჯვებულმა – ფინეთმა, მოლდოვამ და ფარერის კუნძულებმა.

ტურნირის გამარჯვებული 13 ნოემბერს გამოვლინდება.

IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, ბრიტანეთი

B ჯგუფი: კოსოვო, მალტა, მოლდოვა

8 ნოემბერი

14:00 მოლდოვა – კოსოვო

15:40 საზეიმო გახსნა

16:30 ალბანეთი – საქართველო

18:30 სომხეთი – ბრიტანეთი

9 ნოემბერი

14:00 მალტა – მოლდოვა

16:00 ბრიტანეთი – ალბანეთი

18:00 საქართველო – სომხეთი

10 ნოემბერი

14:00 კოსოვო – მალტა

16:00 საქართველო-ბრიტანეთი

18:00 ალბანეთი – სომხეთი

12 ნოემბერი

14:00 მე-5 ადგილისთვის A3-B3

16:00 ნახევარფინალი A1-B2

18:00 ნახევარფინალი B1-A2

13 ნოემბერი

12:00 მესამე ადგილისთვის

14:00 ფინალი

16:00 დაჯილდოება და დახურვა   

მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, შალვა სტურუა-ზურაბ აბრამიშვილი (საქ), ჯეისონ ჰოლისი-ნიკ ლე მონი (ბრი), რადუ ურსუ-ვიქტორ სერდიუკი (მლდ), ილირე ბიტიჩი-სიარტ კასაპი (კოს), IHF დელეგატი ლიდია ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ)

საქართველოს ნაკრები

GK ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა) – LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), კარლო მათნაძე (1997, ქუთაისი) – LB ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), თემურ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი) – CB გიგა ბაინაზიშვილი  (1998, იმედი თელვი) – RB გიორგი ცხოვრებაძე (2001), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი) –  RW ირაკლი გოგოლაძე (1996, ბათუმი) –  P ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიორგი მიქავა (1998, იმედი თელავი), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი) – მწვრთნელები ბექა ორჯონიკიძე, ტიტე კალანდაძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე, ექიმი გურამ ადამია

ისტორია

1999. ჩელენჯ ტროფი. კვიპროსში

ფინალი. კვიპროსი – მოლდოვა 21-20

3 ადგილი. ბრიტანეთი – სომხეთი 30-20

5. ირლანდია 6. მალტა

2001. ჩელენჯ ტროფი. ლატვიაში

ფინალი. ლატვია – ესტონეთი 31-22

3 ადგილი. მოლდოვა – კვიპროსი 27-25

5.ლუქსემბურგი 6. სომხეთი 7. მალტა 8. ირლანდია

2003. ჩელენჯ ტროფი. მალტაში

ფინალი. მოლდოვა – აზერბაიჯანი 32-19

3 ადგილი. ბრიტანეთი – მალტა 19-16

5.ლიხტენშტაინი 6. ირლადია

2005. ჩელენჯ ტროფი. ირლანდიაში

ფინალი. მოლდოვა – აზერბაიჯანი 29-27

3 ადგილი. შოტლანდია – ინგლისი 24-18

5. მალტა 6. ირლანდია

2008, ჩელენჯ ტროფი

A ჯგუფი, თბილისში

25.10.07 საქართველო – აზერბაიჯანი 36-24

26.10.07 საქართველო-სომხეთი 35-17

27.10.07 საქართველო-მოლდოვა 29-27

საქართველო 6, მოლდოვა 4, აზერბაიჯანი 2, სომხეთი 0

B ჯგუფი, ლუქსემბურგში

ლუქსემბურგი 10, ფარერები 8, ინგლისი 6, ირლანდია 3, შოტლანდია 2, მალტა 1

ფინალი, დრამენი, ნორვეგია

20.01.08 საქართველო-ლუქსემბურგი 28-27

თევზაძე, ანდრიაძე – დათუკაშვილი 10, რუსია 7, ჭანტურია 4, მსხვილიძე 4, წივწივაძე 3, ბერძენიშვილი, გოგალაძე, გ. ჩიქოვანი, ო. ყიფიანი, ქობელაშვილი, მაისურაძე, ტალახაძე – მწვ. ი. ფხაკაძე, გ. თურქია

2010, ჩელენჯ ტროფი. ევროპა

A ჯგუფი, კიშინიოვში

30.10.09 საქართველო-აზერბაიჯანი 41-23

31.10.09 საქართველო-სომხეთი 44-19

01.11.09 საქართველო-მოლდოვა 38-34

საქართველო 6, მოლდოვა 4, აზერბაიჯანი 2, სომხეთი 0

B ჯგუფი, მალტაში

ფინეთი 6, მალტა 4, ირლანდია 2, შოტლანდია 0

ფინალი, ლინცი, ავსტრია

23.01.10 ფინეთი-საქართველო 30-28

თევზაძე, სამყურაშვილი – დათუკაშვილი 11, რუსია 5, მსხვილიძე 4, ტალახაძე 3, ი. ჩიქოვანი 2, ჭანტურია 1, კალანდაძე 1, კირილოვი 1, ა. ყიფიანი, ამირანაშვილი, გოგალაძე, მაისურაძე – მწვ. მ. მეტრეველი, ი. კეკელიძე

2011, ჩელენჯ ტროფი, ინტერკონტინენტალი. ინდოეთში

ფინეთი 8, ვენესუელა 6, ბენინი 4, ინდოეთი 2, ავსტრალია 0

2012, ჩელენჯ ტროფი

A ჯგუფი, ირლანდიაში

04.11.11 საქართველო-ინგლისი 31-25

05.11.11 საქართველო-ირლანდია 37-21

06.11.11 საქართველო-ფარერები 21-23

ფარერები 6, საქართველო 4, ინგლისი 2, ირლანდია 0

B ჯგუფი, მალტაში

მოლდოვა 6, აზერბაიჯანი 4, შოტლანდია 2, მალტა 0

ფინალი. ბელგრადში, სერბეთი

21.01.12. მოლდოვა – ფარერები 30-28

2013, IHF ტროფი, ინტერკონტინენტალი. მექსიკაში

1.მოლდოვა 2. უზბეკეთი. 3. მექსიკა 4. ნიგერია 5. ავსტრალია

2014. IHF ტროფი, ევროპა. 20წ. ანდორაში

A ჯგუფი: ფარერები, ანდორა, აზერბაიჯანი, ირლანდია

B ჯგუფი: მოლდოვა, საქართველო, ბრიტანეთი, ალბანეთი

21.05.14 საქართველო – ალბანეთი 45:18

22.05.14 საქართველო – ბრიტანეთი 34:24

23.05.14 საქართველო – მოლდოვა 28:23

24.05.14 ნახევარფინალი. საქართველო – ანდორა 39:20

25.05.14 ფინალი. საქართველო – ფარერები 25:34 3. მოლდოვა

2015, IHF ტროფი, ინტერკონტინენტალი, 21წ. ბულგარეთში

1.ფარერები 2. კაბო ვერდე 3. კოლუმბია 4. უზბეკეთი 5. ტაიტი

Leave a Reply