ქუთაისი პოტენციური ლიდერია
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელვაჩაურში გაგრძელდა. პირველივე მატჩში ქუთაისმა 30-28 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“, ორი ქულით გაასწრო და ქულით ჩამორჩება სტუ-ქარიშხალას, ოღონდ 2 მატჩი მარაგში აქვს.
ქუთაისელებს ხვალვე შეუძლიათ ერთპიროვნულ ლიდერად გახდომა, თუ სამტრედიას დაამარცხებენ. სამტრედიის გუნდმა დღეს მოუგო წყალტუბოს, 44-30.
ხელვაჩაურის სპორტსკოლის დარბაზში ლიდერთა მატჩი ხარისხიანი, სანახაობრივი და უკიდეურესად დრამატული გამოდგა. პირველ წრეში ბათუმელებმა ზესტაფონში 34-30 დაამარხეს მეტოქე, ახლა კი თავიდანვე ჩამორჩნენ. საწყის წუთებში საუკეთესო იყო ქუთაისის მარცხენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი, რომელმაც სამჯერ სწრაფ გარღვევაში და ერთხელ შვიდმეტრიანით, 4 გოლი გაიტანა. ოთხიც ბურთიც, უმეტესად ინდივიდუალური გარღვევების შემდეგ, დაამატა უჩა გამზარდიამ და ქუთაისი 11-5 დაწინაურდა. ბათუმს შეტევა არ ჰქონდა, რადგანაც ქუთაისის დაცვის ცენტრში მშვენივრად იდგა ორმაგი კოშკი – უჩა კობახიძე და ჯუმბერ ჯუღელი.
ბათუმელთა კარში გიორგი სამყურაშვილი ჩადგა და ვითარება შეიცვალა. რუსტამოვმა დაუდევრად დაარტყა შვიდმეტრიანი, ამას მეორე აცილებული პენალტი დაამატა და წახდა. კიდევ ერთი შვიდმეტრიანი ალანიამ ვერ გამოიყენა, ბათუმელთა გუნდში კი პივოტის პოზიციაზე ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში გიორგი წივწივაძე. სხვაობამ კლება იწყო – 13-11, შესვენებაზე, ქუთაისი წინაა.
მაგრამ მეორე ტაიმში ქარდავამ გაათანაბრა (19-19), მერე კი ბათუმი ორჯერ დაწინაურდა კიდეც თითო ბურთით. ერთი პირობა გამზარდია დაიღალა და შეცდომებს უმატა, მაგრამ ამ მონაკვეთში ლიდერობა იტვირთა სიმონიამ, მეკარე ტორონჯაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა, მათ შორის 2 შვიდმეტრიანი მოიგერია, შვიდმეტრიანები გადაიაბარა ჭელიძემ და უშეცდომოდ ურტყა. შედეგად – ქუთაისმა ხელმეორედ გარდატეხა თამაში (30-26, ბათუმმა ბოლოში გაქვითა ორი გოლი), ხოლო გამარჯვებულთა ლიდერმა, გამზარდიამ 10 გოლს დაამატა მინიმუმ ერთი ამდენი საგოლე პასი, მოპოვებული შვიდმეტრიანი თუ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაძევებული მეტოქე.
ვიდეო, ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=sHmIKDWFt6s
ხელვაჩაურიდან ყველა მატჩის საყურებელი ბმული, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაიდება ხელბურთის ფედერციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF. იქვე იქნება ყველა მატჩის ჩანაწერი.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
8-10 ტურები. ხელვაჩაურის არენა. 23-25 თებერვალი
23 თებერვალი
ქუთაისი – BSB ბათუმი 30-28
ქუთ: ტორონჯაძე – გამზარდია 10, სიმონია 6, ჭელიძე 6, რუსტამოვი 4, მათნაძე 2, ჯუღელი 2, უ. კობახიძე, ალანია, მერკვილაძე
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – გ. კობახიძე 8, წივწივაძე 6, სურმავა 3, აბრამიშვილი 3, გოგალაძე 2, ბერძენიშვილი 2, ქარდავა 2, გრიშიკაშვილი 1, გოგოლაძე 1, ყაველაშვილი
წყალტუბო – სამტრედია 30-44
წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – ხელაძე 15, ჩაკვეტაძე 5, მეტონიძე 5, ბენიძე 2, გოგიძე 2, დარსაველიძე 1, ციბაძე, შვანგირაძე, რ. ბაბუნაშვილი
სამ: ხონელიძე, შველიძე – ნიკურაძე 13, თევზაძე 8, ძნელაძე 7, ზურაბიანი 6, ხაჟომია 3, ცხვარაძე 3, სხვიტარიძე 2, ანტონოვიჩი 2
მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
სტუ-ქარიშხალა—-10—7—1—2–335-286-15
ქუთაისი————-8—7—0—1–283-243-14
BSB ბათუმი———8—6—0—2–293-232-12
იმედი თელავი—–10—5—1—4–310-278-11
პეგასი—————10—5—1—4–358-323-11
სამტრედია———-8—3—0—5–276-287–8
წყალტუბო———-8—2—0—6–241-379–2
გორი—————-10—0—1—9–350-418–1
24 თებერვალი
14:00 BSB ბათუმი – წყალტუბო
16:00 სამტრედია – ქუთაისი
25 თებერვალი
11:00 წყალტუბო – ქუთაისი
13:00 სამტრედია – BSB ბათუმი
11-14 ტურები: 13-16 მარტს, თბილისში
21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში