ukr

ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ  

ხელბურთის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 28-25 მოუგო სტუ-იმედს, ქუთაისმა 40-19 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი. სანაკრებო პაუზის წინ ქუთაისი და ბათუმი 12-12 ქულით ლიდერობენ.

ლიდერის, ქუთაისის დამარცხების შემდეგ იმედი-სტუ ქვეყის ჩემპიონსა და თასის მფლობელსაც ებროძლა. მეორე ტაიმის დასაწყისში იმედი 17-14 იგებდა, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი და საბოლოოდ სხვაობამ 3 ბურთი შეადგინა – 28-25, ბათუმმა მეექვსე მეექვსე მატჩი მოიგო და 12 ქულა დააგროვა.

ბრძოლა იყო ქუთაისისა და სპორტუნის თამაშის პირველ ნახევარში. მასპინძლებმა პირველი გოლი მე-7 წუთზე გაიტანეს და ტაიმი მოკრძალებული სხვაობით, 16-12 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევრის ანგარიში უკვე 24-7 იყო. ქუთაისი ბათუმს პირადი მოგებით უწრებს სატურირო ცხრილში, ამავე მაჩვენებლით კი გორი წინაა სამტრედიაზე.

ამით ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. წინ რეგულარული სეზონის კიდევ 14 ტურია, რომლის შემდეგაც 2020 წლის გაზაფხულზე გაირკვევა, რომელი 4 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საჩემპიონო პლეიოფში.

ჩემპიონატის განახლებამდე კი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩებია. 10-12 იანვარს ჩვენი ეროვნული ნაკრები იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს ითამაშებს რუმინეთის, იტალიისა და კოსოვოს წინააღმდეგ. ამას მოსდევს ევრო 2022-ის მატჩები მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელად: 16 იანვარს თბილისში ვუმასპინძლებთ ფინეთს, ხოლო 19 იანვარს საპასუხო მატჩია ქალაქ რიიჰიმიაკიში.

უმაღლესი ლიგის თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ 28-25

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – გიორგაძე 5, გოგოლაძე 5, მსხვილიძე 4, ტალახაძე 4, სიმონია 3, ტიელიძე 3, ლაპიაშვილი 2, მიქავა 2, აბრამიშვილი, ბერძენიშვილი, თურმანიძე, კახიძე, კაკულია, სტოლბოვი  

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – გავაშელიშვილი 10, ყორიაული 7, თიგიშვილი 4, დიდია 2, აბჟანდაძე 1, ჭელიძე 1, ერისთავი, კორსანტია, დოლმაზაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

ქუთაისი – სპორტუნი 40-19

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე – ზარნაძე 8, გამზარდია 8, რუსტამოვი 7, ჯუღელი 4, მერკვილაძე 3, სტურუა 3, ლომიძე 3, ფერაძე 2, ხაჟომია 1, აბულაძე 1, სურმავა, კობახიძე, ლ. იმნაძე

სპ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 5, აბდელდაიემი 4, ჯ. იმნაძე 3, ზურაბიანი 2, გულდედავა 2, დელიბაშვილი 2,  იობაშვილი 1

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

 18 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 7
6
0 1 301-220 12
 
  BSB ბათუმი 7
6
0 1 261-185 12
 
  პეგასი 7     5     0     2     225-203     10    
  იმედი სტუ 7 4 0 3 196-182
8  
  გორი 7 3 0 4 219-264 6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  სპორტუნი 7     1     0     6     211-262     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

 

 

 

 

 

 

 

 

განახლდება 2020 წლის თებერვალში

პირველი წრის ყველა შედეგი:

5 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

პეგასი – გორი 39-34

იმედი-სტუ – სპორტუნი 39-32

6 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი – იმედი-სტუ 0-10

სპორტუნი – პეგასი 27-38

7 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი – სპორტუნი 44-36

პეგასი – იმედი-სტუ 23-18

11 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – წყალტუბო 33-22

ქუთაისი – სამტრედია 42-27

12 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

სამტრედია – BSB ბათუმი 23-37

წყალტუბო – ქუთაისი 26-47

13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

წყალტუბო – სამტრედია 23-28

BSB ბათუმი – ქუთაისი 31-32

26 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – წყალტუბო 35-20

იმედი-სტუ – სამტრედია 33-41

27 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – სამტრედია 34-36

იმედი-სტუ – წყალტუბო 31-20

3 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – გორი 52-30

ქუთაისი – პეგასი 40-35

4 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – პეგასი 35-24

ქუთაისი – გორი 62-42

10 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი – წყალტუბო 30-29

პეგასი – სამტრედია 38-27

11 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე

გორი – სამტრედია 39-36

პეგასი – წყალტუბო 28-23

17 დეკემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – სპორტუნი 45-28

ქუთაისი – იმედი-სტუ 38-40

18 დეკემბერი, ქუთაისი სპორტის სასახლე

BSB ბათუმი – იმედი-სტუ 28-25

ქუთაისი – სპორტუნი 40-19

Leave a Reply