ქუთაისის მეოთხე მოგება
ეროვნული ჩემპიონატის 4-7 ტურები გლდანის დარბაზში უდანაკარგოდ მხოლოდ ხელბურთის კლუბმა ქუთაისმა გაიარა. მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდმა მეოთხე მატჩი დღეს, თელავის იმედს მოუგო, 31-25. ქუთაისი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“ ერთად ლიდერობს 12 ქულით.
ბათუმელებმა დღეს დაამარცხეს სტუ-ქარიშხალა, 31-24. სტუ, პეგასთან იყოფს მესამე-მეოთხე ადგილებს 9 ქულით. პეგასმა 40-31 მოუგო სამტრედიას. უმაღლესი ლიგის დებიუტანტების, გორისა და წყალტუბოს მატჩი წყალტუბომ მოიგო, 37-34 და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.
სულ ოთხი დღის განმავლობაში გლდანის დარბაზში 16 მატჩი გაიმართა. ქუთაისმა მოიგო ოთხივე მატჩი, სამ-სამი – ბათუმმა და პეგასმა, ორ-ორი – სტუ-ქარიშხალამ და თელავის იმედმა, თითო – სამტრედიამ და წყალტუბომ. აღმოსავლეთ-დასავლეთის პირობით დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა დასავლეთის ოთხეულის მხარეს იყო – 9-7.
ჩემპიონატი განახლდება 20 თებერვალს. თბილისში შეიკრიბება აღმოსავლეთის ოთხეული, ხოლო 23-25 თებერვალს მე-8-10 ტურებს დასავლეთი საქართველოს გუნდები გამართავენ. მეორე წრე მარტში დასრულდება. სამწრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
მე-7 ტური. 6 თებერვალი, გლდანი
გორი – წყალტუბო 34-37
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – მჭედლიშვილი 11, ტიელიძე 10, ზუბიაშვილი 9, ტურაშვილი 2, მურადაშვილი 1, იაშვილი 1
წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – მეტონიძე 13, გიორგაძე 6, დარსაველიძე 5, ხელაძე 5, ჩაკვეტაძე 4, ბენიძე 4, შვანგირაძე, გოგიძე
იმედი თელავი – ქუთაისი 25-31
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – აბჟანდაძე 7, იობაშვილი 6, გიორგაძე 3, ბაინაზიშვილი 3, მიქავა 2, ცხვარაშვილი 2, ცისკარიშვილი 1, აბაშიძე 1, მაისაშვილი, ყორიაული, ბაჯალაძე
ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე – გამზარდია 8, ალანია 6, მათნაძე 4, სიმონია 3, რუსტამოვი 3, ჭელიძე 3, ჯუღელი 2, მერკვილაძე 2, კობახიძე, ლომიძე, ჩიხლაძე, ახალაძე
პეგასი – სამტრედია 40-31
პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – ცხოვრებაძე 14, კალანდაძე 7, ზარნაძე 6, ლაპიაშვილი 5, გ. დიხამინჯია 2, კახოშვილი 2, კუხალაშვილი 2, გოგავა 1, ნ. კევლიშვილი 1, ჯაფარიძე, ბულია
სამ: ხონელიძე, შველიძე – თევზაძე 10, ნიკურაძე 8, ხაჟომია 6, ძნელაძე 3, ზურაბიანი 2, ცხვარაძე 1, ანტონოვიჩი 1, სხვიტარიძე
სტუ-ქარიშხალა – ბსბ ბათუმი 24-31
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ბულბულაშვილი 7, არსენაშვილი 4, ზ. ფერაძე 3, კარტოზია 3, გ. ფერაძე 2, სტურუა 1, მ.კობახიძე 1, მამულაშვილი 1, ჯორბენაძე 1, ასაბაშვილი 1, ჭერაშვილი
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – გოგოლაძე 9, აბრამიშვილი 9, გ. კობახიძე 5, გრიშიკაშვილი 3, გოგალაძე 2, კვერნაძე 1, სურმავა 1, ბერძენიშვილი 1, წივწივაძე, ყაველაშვილი, მჟავანაძე
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა, ვიქტორ ზგობა, ტარას კუზი (უკრ)
ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი
სამდივნო: ლაშა ზაქარიაძე, ლუკა მამაგეიშვილი ექიმი კახა მანჯავიძე
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
BSB ბათუმი———7—6—0—1–265-202-12
ქუთაისი————-7—6—0—1–253-215-12
პეგასი—————-7—4—1—2–274-230–9
სტუ-ქარიშხალა—–7—4—1—2–229-196–9
იმედი თელავი——7—4—0—3–233-202–8
სამტრედია———-7—2—0—5–232-257–4
წყალტუბო———-7—1—0—6–211-335–2
გორი—————–7—0—0—7–247-307–0
ყველა თამაში. არენა 1
20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30
19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27
18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39
ზესტაფონი
15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28
16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38
17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30
გლდანი
3 თებ. ბათუმი – იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30
სამტრედია – გორი 33-30, პეგასი – წყალტუბო 54-27
4 თებ. გორი – ბათუმი 38-45, წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47
იმედი თელავი – სამტრედია 40-30, ქუთაისი – პეგასი 35-33
5 თებ. იმედი თელავი – წყალტუბო 43-29, ქუთაისი – გორი 49-36
სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28, ბათუმი – პეგასი 30-34
6 თებ. გორი – წყალტუბო 34-37, იმედი თელავი – ქუთაისი 25-31
პეგასი – სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი 24-31