ქარიშხალას რევანში

თბილისის ქარიშხალამ 15-13 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი და საქართველოს ქალთა ჩემპიონატს 10 ქულით ლიდერობს. დღესვე პეგასმა 20-13 მოუგო წყალტუბოს. ხელბურთელთა ჩემპიონატი 28 ნოემბერს განახლდება. 

ფოთისა და ქარიშხალას ბოლო მატჩი წინა ჩემპიონატის ფინალი იყო, რომელიც ფოთელებმა 32-25 მოიგეს. ამ სეზონში გუნდს ჯერჯერობით აკლია ტრავმირებული ლიდერი, ჯგერენაია. თამაში მძიმე გამოდგა. „ოქროს ვერძმა“ 6-4 მოიგო პირველი ტაიმი და შესვენების შემდეგაც კარგა ხანს წინ იყო, თუმცა, ბოლოსკენ თბილისელებმა ნელ-ნელა გარდატეხეს თამაში. დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო, ფოთი 13-14 აგებდა, როცა ბოლო შეტევაში წავიდა, მაგრამ ბურთი თავისსავე ნახევარზე დაკარგა და კიდევ ერთი გოლი მიიღო, 13-15.

დანარჩენი 4 გუნდი – ყვარელი, მამული, სამტრედია და აჭარა მე-4-5 ტურის მატჩებს 28-29 ნოემბერს გამართავს. ქარიშხალას გარდა, სამტრედიის გუნდიც უდანაკარგოდაა და 3 მატჩიდან 6 ქულა აქვს.

პირველი წრე 20 დეკემბერს დაასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს.  თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 15 ნოემბერი, გლდანი

ქარიშხალა  – ფოთი 15-13

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი – ა. ჩხაიძე 5,  მ. ცინცაძე 3, ი. ჩხაიძე 3, ხმელაძე 2, კირვალიძე 1, ქ. ცინცაძე 1, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, დოღაძე

ფოთ: ჯავახია, კარბაია, გრიგოლია – გოგია 5, დარჩია 3, კობახია 3, ბჟალავა 2, ნ. რურუა, კუპრიევა, ბაირამიდი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

პეგასი – წყალტუბო 20-13

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი – ე. ჩხაიძე 6, კორძაია 5, საბაშვილი 4, სვანიძე 2, ქებაძე 1, ტარტარაშვილი 1, პაპუაშვილი 1, ხაჭაპურიძე, დადვანი, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, ქ. მაკარაშვილი, ქ. ჩოგოვაძე

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი –  კეკუტია 6, ხეცურიანი 3, კიკნაძე 2, სილაგაძე 1, ბენდელიანი 1, კოხრეიძე,  შალამბერიძე, კოვზირიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

 15 ნოემ.
სხვ
  ქარიშხალა 5 5 0 0 141-118 10
  სამტრედია 3 3 0 0 79-57
6
  ფოთი 5 2 1 2 96-81 5
  ყვარელი 3 2 0 1 109-83 4
  აჭარა
3 1 1 1 60-46 3
  მამული 3 1 0 2 83-95 2
  პეგასი 5 1 0 4 106-134 2
  წყალტუბო 5 0 0 5 69-129 0

 

 

 

 

 

 

 

 

28 ნოემბერი

სამტრედია – ყვარელი, აჭარა – მამული

29 ნოემბერი

სამტრედია – მამული, აჭარა – ყვარელი

5 დეკემბერი

ქარიშხალა – სამტრედია, პეგასი – აჭარა

6 დეკემბერი

პეგასი – სამტრედია, ქარიშხალა – აჭარა

19 დეკემბერი

ფოთი – ყვარელი, წყალტუბო – მამული

20 დეკემბერი

ფოთი – მამული, წყალტუბო – ყვარელი

Leave a Reply