ქარიშხალას მეოთხე მოგება  

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის მატჩებში ქარიშხალამ 31-21 მოუგო წყალტუბოს, ქვეყნის ჩემპიონმა, ფოთის „ოქროს ვერძმა“ კი დაამარცხა პეგასი, 24-14. 

4 მოგებით 2018 წლის ჩემპიონი, თბილისის ქარიშხალა ლიდერობს, უდანაკარგოდაა ასევე სამტრედია – 3 მატჩში 6 ქულა, 5 ქულა გაუხდათ ფოთელებს. ხვალ გლდანში სწორედ ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ითამაშებს – ქარიშხალა ფოთის წინააღმდეგ. დასაწყისი 14:30. 16 საათზე პეგასი წყალტუბოს პრომეთეს შეხვდება. ორივე ამ გუნდს 4-4 წაგება აქვს.

დღევანდელ მატჩებში სამი ხელბურთელი გადასცდა ათგოლიან ნიშნულს: ფოთელმა ლანა გოგიამ, ქარიშხალას ანა ჩხაიძემ და წყალტუბოელმა ანა კეკუტიამ 12-12 გოლი გაიტანეს.

დანარჩენი 4 გუნდი – ყვარელი, მამული, სამტრედია და აჭარა მე-4-5 ტურის მატჩებს 28-29 ნოემბერს გამართავს. პირველი წრე 20 დეკემბერს დაასრულდება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფიალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს. 

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 14 ნოემბერი, გლდანი

პეგასი – ფოთი 14-24

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ე. ჩხაიძე 7, საბაშვილი 3, კორძაია 2, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, ქებაძე, პაპუაშვილი, ხაჭაპურიძე, დადვანი, ჯოლოხავა, ე. მაკარაშვილი, ქ. მაკარაშვილი, ქ. ჩოგოვაძე

ფოთ: ჯავახია, კარბაია, გრიგოლია – გოგია 12, ბჟალავა 6, ნ. რურუა 4, კობახია 2, კუპრიევა, დარჩია, ბაირამიდი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

ქარიშხალა – წყალტუბო 31-21

ქარ: არაბაჯევი, ჩხეტიანი – ა. ჩხაიძე 12,  ი. ჩხაიძე 9, მ. ცინცაძე 5, ქ. კირვალიძე 4, ცინცაძე 1, ხმელაძე, ბიძინაშვილი, სოლოღაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, დოღაძე

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი –  კეკუტია 12, ხეცურიანი 5, კიკნაძე 2, კოხრეიძე 1, ბენდელიანი 1, შალამბერიძე, კოვზირიძე, ჯანელიძე, სილაგაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

 14 ნოემ.
სხვ  
  ქარიშხალა 4 4 0 0 126-105 8  
  სამტრედია 3 3 0 0 79-57
6  
  ფოთი 4 2 1 1 83-66 5  
  ყვარელი 3 2 0 1 109-83 4  
  აჭარა
3 1 1 1 60-46 3  
  მამული 3 1 0 2 83-95 2  
  პეგასი 4 0 0 4 86-121 0  
  წყალტუბო 4 0 0 4 56-109 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 15 ნოემბერი, გლდანი

14:30 ქარიშხალა  – ფოთი

16:00 პეგასი – წყალტუბო

28 ნოემბერი

სამტრედია – ყვარელი, აჭარა – მამული

29 ნოემბერი

სამტრედია – მამული, აჭარა – ყვარელი

5 დეკემბერი

ქარიშხალა – სამტრედია, პეგასი – აჭარა

6 დეკემბერი

პეგასი – სამტრედია, ქარიშხალა – აჭარა

19 დეკემბერი

ფოთი – ყვარელი, წყალტუბო – მამული

20 დეკემბერი

ფოთი – მამული, წყალტუბო – ყვარელი

Leave a Reply