gnhf-rrr

ქარიშხალას მეექვსე მოგება

ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა. ქარიშხალამ 30-27 დაამარცხა სამტრედია და 12 ქულით ლიდერობს. პეგასმა მოუგო აჭარას, 24-17.

 ქარიშხალა-სამტრედიის მატჩში თავიდან ბოლომდე ბრძოლა იყო. სამტრედიამ ტაიმი წააგო (13-14) და მეორე ნახევრის დასაწყისშივე წინ გავიდა, 15-14. თბილისელებმა ისევ შეიქმნეს უპირატესობა,  დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე სამტრედიელმა ბურკაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 26-27, თუმცა, კირვალიძემ იქვე უპასუხა და ქარიშხალამ კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრო – 30-27.

მეორე გამარჯვება მოიპოვა პეგასმა – თბილისის მეორე გუნდმა აჭარას მოუგო ტაიმიც (12-9) და მთელი თამაშიც – 24-17, ხოლო აჭარელებმა 5 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

ხვალ ქუთაისში პირველ წრეს დაასრულებენ სამტრედია-პეგასი, აჭარა-ქარიშხალა. დანარჩენი 4 გუნდი – ყვარელი, ფოთი, მამული და წყალტუბო იგივეს თბილისში, 30-31 იანვარს გააკეთებს.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. 4 ქულით წინაა ქარიშხალა და ოთხით ჩამორჩება ყვარელი, დანარჩენ 6 გუნდს, ანუ მეორე-მეშვიდე ადგილებს შორის სხვაობა იგივე 4 ქულაა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ქუთაისის სპორტის სასახლე, 23 იანვარი

სამტრედია – ქარიშხალა 27-30

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ბურკაძე 9, ჩოგოვაძე 7, ჩალიშკანი 5, ცირეკიძე 3, ესაკია 2, ჩხაიძე 1, კაპატაძე

ქარ: არაბაჯევი – ქ. ცინცაძე 10, ი. ჩხაიძე 7, ა. ჩხაიძე 6, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 2,  მ. ცინცაძე 2, კირვალიძე 1,  დოღაძე რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, სოლოღაშვილი

აჭარა – პეგასი 17-24

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – კომახიძე 5, ქამაშიძე 3, გაგნიძე 3, კოჩალიძე 2, ცივნარიძე 2, დვალიშვილი 1, სურმავა 1

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ჩხაიძე 10, კორძაია 8, საბაშვილი 4, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, პაპუაშვილი, ნეფარიძე, დადვანი, ქ. ჩოგოვაძე, ე. მაკარაშვილი

მსაჯები: შ. სტურუა – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. მარგიანი

24 იანვარი

14:00 სამტრედია – პეგასი, 15:30 აჭარა – ქარიშხალა

30-31 იანვარი, თბილისი

ფოთი – ყვარელი, წყალტუბო – მამული

ფოთი – მამული, წყალტუბო – ყვარელი

 23 იან.
      სხვ  
  ქარიშხალა 6   6   0   0 171-145 12  
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8  
  სამტრედია 6   3   0   3 106-107
6  
  აჭარა
6   2   1   3 132-120 5  
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5  
  მამული 5   2   0   3 112-124 4  
  პეგასი 6   2   0   4 130-151 4  
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0  

Leave a Reply