gnhf-rrr

ქართველების კლუბმა სეზონი დაიწყო

მაკედონიის კლუბმა პრილეპმა, სადაც 4 ქართველი ხელბურთელი თამაშობს, წინასასეზონო ტურნირში ითამაშა და მეექვსე ადგილი დაიკავა. 

პრილეპში ახალი სეზონის წინ სკოპიეს მეტალურგიდან გადავიდა რევაზ ჭანტურია, ხოლო ხაზეინ რუსტამოვი, მირიან გავაშელიშვილი და მეკარე ზურაბ ცინცაძე კლუბმა საქართველოს ჩემპიონატიდან დაიმატა.

წინასასაზონო ტურნირი ქალქ სტრუგას ღია მოედანზე გიმართა. მონაწილეობდა მაკედონიის 8 უძლიერესი კლუბი, მათ შორის სამი გრანდი – ვარდარი, მეტალურგი და ეუროფარმ-პელისტერი.

ჯგუფურ ეტპზე პრილეპმა 32-28 დამარცხა მასპინძელი ქალაქის, სტრუგას გუნდი, ხოლო ეუროფარმ-პელისტერთან და მეტალურგთან წააგო (17-38, 24-33). მეხუთე ადგილისთვის პრილეპი შეხვდა მეორე ჯგუფში მესამე დგილზე გასულ ბუტელ-სკოპიეს და 23-25 დამრცხდა. ტურნირი მოიგო ეუროფარმ-პელისტერმა, რომელმაც ფინალში 26-23 მოუგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს, სკოპიეს ვარდარს. მესამე ადგილზე გავიდა მეტალურგი.

ოთხივე ქართველმა საკმაოდ ბევრი ითამაშა და მწვრთნელის, გორან კუზმანოსკის მოწონებაც დაიმსახურა. ეგაა, ჯგუფურ ეტაპზე მცირე ტრავმა მიიღო მირიან გავაშელიშვილმა, რის გამოც ბოლო მატჩი გამოტოვა და გუნდურ ფოტოზეც ვერ მოხვდა.

პრილეპი მაკედონიის ბოლო, შეწყვეტილ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო.  2020-21 წლების ჩემპონატი ახალი ფორმატით გაიმართება. პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 ჯგუფად გაიყოფა. თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს – ამ 6 გუნდს დაემატება სკოპიეს ვარდარი და ეუროფარმ რაბოტნიკი და საჩემპიონო პლეიოფს შექმნის. დანარჩენი 8 გუნდი პლეიაუტში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.  

A ჯგუფი: ოჰრიდი, სტრუგა, პროლეტი, რადოვიში, ასტარიონი,  კისელა ვოდა, კლუბ 7

B ჯგუფი: პრილეპი, მეტალურგი, რაბოტნიჩკი, ბუტელ სკოპიე, მლადოსტ ბოგდანცი, ტიკვეში, ეუროფარმ პელისტერ-2.

Leave a Reply