ფრანგული სამეული ფინალური ოთხეულისკენ

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეოთხდფინალის პირველი მატჩები გაიმართა. საფრანგეთის მონპელიემ სტუმრად ფრედ მიაღწია გერმანიის ფლენზბურგთან, 28-28, ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა, მაკედონიის ვარდარმა სტუმრად ბოლო წამზე დაამარცხა გერმანიის კილი, 29-28. 

მიმოხილვა  https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-17/1184349

საპასუხო მატჩები ამ შაბათ-კვირასაა და რვავე გუნდს შერჩენილი აქვს ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსები. ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია 2015 წლის ჩემპიონი, პოლონეთის კელცე, რომელიც შინ ულაპარაკოდ დამარცხდა პარი სენ ჟერმენთან, 28-34.

დანიის სკიერნი, რომელმაც მერვედფინალიდან სენსაციურად გამოაგდო უნგრეთის ვესპრემი, ამჯერად 6 ბურთით დამარცხდა საფრანგეთის ნანტთან, 27-33, თუმცა, კელცეზე მეტი შანსი აქვს, რადგანაც საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.

არაა გამორიცხული, ნახევარფინალში სამი ფრანგული გუნდი გავიდეს. მონპელიე უმეტესი დროის განმავლობაში უგებდა ფლენზბურგს, თუმცა, საშინაო მატჩის წინ ფრე შეინარჩუნა და ფავორიტად ითვლება.

ვარდარიც უგებდა კილს, მაგრამ მეორე ტაიმის შუაწელში კილის მეკარე ლანდინმა 7 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა და ყველაზე სახელოვანი გერმანული კლუბი 23-20 დაწინაურდა, ხოლო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე მაპინძლები 28-26  იგებდნენ. აქ გააძევეს პატრიკ ვინჩეკი, ცინდრიჩმა და  დიბიროვმა გაათანაბრეს, ბოლო შეტევაში კილის მწვრთნელმა გისლასონმა მეკარე მოხსნა, მაგრამ გუნდმა ბურთი დაგარგა და ხორხე მაკედამ 35 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა გამარჯვების გოლი – ვარდრმა 29-28 მოიგო.

ქალთა ლიგაზე, რომლის ფინალური ოთხეული 12-13 მაისა დანიშნული, წილისყრა გაიმართა. ნახევარფინალში უნგრეთის დიორი რუმინეთის CSM ბუკურეშტს შეხვდება, რუსეთის როსტოვი – მაკედონიის ვარდარს.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2017-18, კაცები  

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 18-22 აპრილი

ფლენზბურგი (გერ) – მონპელიე (საფ) 28-28 (საპასუხო: 29.04)

ლაუგე, სვანი, ვანე 5 – ფაბრეგასი 7, კავტიჩნიკი, ტრუხანოვიჩუსი 6

კელცე (პოლ) – პსჟ (საფ) 28-34 (28.04)

დუიშებაევი 7 –  აბალო, ჰანსენი, ნ. კარაბატიჩი 5

კილი (გერ)- ვარდარი (მკდ) 28-29 (29.04)

ბილიკი, ეკბერგი, ვუინი 4 – ჩუპიჩი, ფერეირა, სტოილოვი 5

ნანტი (საფ) – სკიერნი (დან) 33-27 (29.04)

ბალაგერი 8, კლაინი, ლაგარდი 6 – ოლსონი 6, ზონდეგორი 5

Leave a Reply