ფრანგების მძიმე მოგება

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში ითამაშებენ საფრანგეთი-სლოვენია და ნორვეგია-ხორვატია. ოთხშაბათს დასვენების დღეა. ხუთშაბათს და პარასკევს – ნახევარფინალები, შაბათს – მატჩი მესამე ადგილისთვის, კვირას – ფინალი. ოთხივე თამაში პარიზში, ბერსის დარბაზში გაიმათება.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

მეოთხედფინალი. 24 იანვარი

ალბერვილი, ოლიმპიკი, 6540 მაყურებელი

ნორვეგია-უნგრეთი 31-28

ნორ: ჰანსენი 6, საგოსენი 5, ტონესენი 5, მირჰოლი 4, ბიორნსენი 4, იონდალი 3, ჰიკერუდი 1, ოსალივანი 1, ტანგენი 1, იოჰანესენი 1, გულერუდი – ბერგერუდი 14/41, ქრისტენსენი 1/2

უნგ: ჩასარი 11, ბანჰიდი 6, ბოდო 5, ჰარშანი 3, ნადი 1, იუჰასი 1, ლეკაი 1, ზუბაი, ჯამალი, ბალოგი, ანჩინი, სოლოში, ლიგეტვარი, შუხი – მიკლერი 9/34, ფაზეკაში -/6

https://www.youtube.com/watch?v=3S5TtxmNaGc

ანგარიშმა ვინმე შეცდომაში რომ არ შეიყვანოს, გამარჯვებულის ვინაობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ – უნგრეთმა ერთადერთხელ გაათანაბრა ანგარიში (1-1), უმალ 1-6 ჩამორჩა, ხოლო მეორე ტაიმის შუაში სხვაობა უკვე 10 ბურთი იყო, 26-16. უნგრეთს მეორე სენსაციის მოსახდენად ძალა არ იყო, ხოლო ნორვეგია ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და, რაც მთავარია, მოტივირებული გუნდია ამ ჩემპიონატზე. მოგებაში მთელმა ძირითადმა შვიდეულმა თითქმის თანაბარი წვლილი შეიტანა – მეკარე ბერგერუდმა, გარემარბებმა ბიორნსენმა და იონდალმა, პივოტმა მირჰოლმა, ინსაიდებმა ჰანსენმა და ტონესენმა, ხოლო 21 წლის გამთამაშებელი სანდერ საგოსენი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ნორვეგია პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში. მწვრთნელმა ქრისტიან ბერგემ იგივე ერთი წლის წინ, ევროპის პირველობაზეც გააკეთა, მაგრამ მაშინ გუნდს გამოცდილება არ ეყო და უმედლოდ დარჩა.

ლილი. სტად პიერ მორუა, 28 010 მაყურებელი

საფრანგეთი-შვედეთი 33-30

საფ: მაე 9 (7/7 პენ), რემილი 6, ფაბრეგასი 5, კარაბატიჩი 3, ნარსისი 2, ნგესანი 2, სორენდო 2, პორტი 2, აბალო 1, გიგუ 1 – ომაიერი 2/15, ჟერარი 9/25

შვდ: გოფტრიდსონი 7, ლ. ნილსონი 5, ტოლბრინგი 4, ეკბერგი 4, ლაგერგრენი 3, იეპსონი 3, კონრადსონი 1, სტენმალმი 1, ა. ნილსონი 1, ნილსენი 1, დარი, ზახრისონი, ფრენდი – პალიჩკა 1/12, აპელგრენი 11/32

https://www.youtube.com/watch?v=IITBmLyM2SY

საფრანგეთმაც სამი ბურთით დაამარცხა მეტოქე, მაგრამ – უმძიმეს ბრძოლაში. ოლიმპიადის შემდეგ საგრძნობლად გადახალისებული შვედეთი ნორვეგიაზე არანაკლებ მობილური და მოტივირებული გუნდია. თამაში ორივე გუნდმა ძალიან შედეგიანად დაიწყო, რის შემდეგაც შეიცვალა ორივე მეკარე – ომაიერი და პალიჩკა. ტაიმის ბოლოსკენ მიქაელ აპელგრენმა ზედიზედ მოიგერია ოთხი ბურთი და შვედეთი 16-14 დაწინაურდა, თუმცა, მეორე ნახევრის დასაწყისში კენტენ მაემ ზედიზედ ოთხ შეტევაში ოთხი შვიდმეტრიანი გაიტანა და უკვე ფრანგები გავიდნენ წინ ორით – 22-20. ფაბრეგასის გაძევების შემდეგ ანგრიში გათანაბრდა, ხოლო 47-ე წუთზე ჯიმ გოტფრიდსონმა კიდევ ერთხელ დააწინაურა შვედეთი – 26-25 და აქ მეკარეს ჟერართან პირისპირ გასულმა ნიკლას ეკბერგმა ვერ გაიტანა, ხოლო ფრანგებს ჰყავდათ 21 წლის ნადიმ რემილი, რომელიც საქმეში პირველი ტაიმის ბოლოს ჩაერთო და 8 დარტყმიდან 6 გოლი შეაგდო. საბოლოოდ სწორედ რემილიმ და მატჩის მიწურულს დანიელ ნარსისის გატანილმა ორმა გოლმა გატეხეს შვედეთი, 33-30.

პარიზი, ბერსი. 6573 მაყურებელი

სლოვენია-ყატარი 32-30

სლნ: მარგუცი 6, დოლენეცი 5, გაბერი 3, გრებენცი 3, ცინგესარი 2, პოტეკო 2, ბლაგოტინშეკი 2, ზარაბეცი 2, მაცკოვშეკი 2, ბეჟიაკი 1, იანცი 1, კავტიჩნიკი 1, ჰენიგმანი 1, კოდრინი – სკოკი 1 გოლი, 9-28, ლესიაკი 2/13

ყატ: რუანი 8, კაპოტე 5, ბენალი 4, მალლაში 3, მადადი 3, მაბრუკი 2, ჰასაბ ალლა 2, ალსალტიაკრადი 1, მურადი 1, ალრაიესი 1, ალ ქარბი, სინენი – სარიჩი 5/31, ალ-აბდულა 1/4

https://www.youtube.com/watch?v=PBsLJIBXxOA

ნორვეგია-უნგრეთის ანალოგიური სცენარით წარმართულ მატჩში სლოვენია მთელი თამაში წინ იყო, 54-ე წუთზე 32-24 იგებდა და ბოლოში ზედიზედ 6 გოლი გაუშვა, 32-30. სლოვენია ყველაზე თანაბარი, უვარსკვლავო გუნდია – ყატართან თექვსმეტიდან 14 მოთამაშემ გაიტანა გოლი, მათ შორის – მეკარე სკოკმა. გუნდი აქამდე ერთადერთხელ გასულა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში – 2013 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

მონპელიე, ლარენა 6749 მაყურებელი

ესპანეთი-ხორვატია 29-30

ესპ: ფერნანდესი 7, დუიშებაევი 5, რივერა 3, ბალაგერი 3, ტომასი 3, კანელასი 2, გონი 2, გვარდიოლა 1, აგინაგალდე 1, სარმიენტო 1, გურბინდო 1, მოროსი, ენტრერიოსი – პერესი 7/25, კორალესი 7/19

ხორ: მამიჩი 9, ცინდრიჩი 5, ჰორვატი 4, დუვნიაკი 3, მუსა 3, სტეპანჩიჩი 2, კონტრეცი 2, შებეტიჩი 1, გოიუნი 1, შტრლეკი, მანდალინიჩი, მატულიჩი – სტევანოვიჩი 9/25, პეშიჩი 1/12

https://www.youtube.com/watch?v=cgtqzy-7LBg

ესპანეთი ზედიზედ 6 მოგების შემდეგ გავარდა. ხორვატია 38-ე წუთზე 23-18 იგებდა, მაგრამ ნელ-ნელა დათმო უპირატესობა და სირენამდე 6 წუთით ადრე დუიშებაევმა გაათანაბრა – 28-28. ამის შემდეგ სულ სამი გოლი გავიდა – დუვნიაკმა და ჰორვატმა ისევ ორით დააწინაურეს ხორვატია, რივერამ კი შვიდმეტრიანი შეაგდო. ესპანეთს ბოლო შეტევისთვის 19 წამი დარჩა და ვერაფერი მოასწრო – 29-30. 9 გოლი გაიტანა ხორვატთა 22 წლის მარცხენა შუამარბმა მარკო მამიჩმა. ხორვატია საფრანგეთის შემდეგ ერთადერთი ტიტულიანი გუნდია დარჩენილებიდან – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა ის 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონია და ამავე ტურნირზე კიდევ ოთხჯერ მოუპოვებია მედლები.

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

26 იან. საფრანგეთი-სლოვენია

27 იან. ხორვატია-ნორვეგია

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი

პრეზიდენტის თასი, 23 იანვარიფინალი

23-24 ადგ. ბაჰრეინი-ანგოლა 32-26

21-22 ადგ. ჩილე-იაპონია 35-29

19-20 ადგ. ტუნისი-საუდის არაბეთი 39-30

17-18 ადგ. პოლონეთი-არგენტინა 24-22

საბოლოო კლასიფიკაცია (9-16): 9. გერმანია 10. დანია 11. ბელარუსი 12. რუსეთი. 13. ეგვიპტე 14. ისლანდია 15. მაკედონია 16. ბრაზილია – 17. პოლონეთი 18. არგენტინა 19. ტუნისი 20. საუდის არაბეთი 21. ჩილე 22. იაპონია 23. ბაჰრეინი 24. ანგოლა

ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები:

https://www.youtube.com/watch?v=JszBRiMNcI4&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

Leave a Reply