ფოთმა ლიდერობა განიმტკიცა

ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატზე დაიწყო მეორე წრე. 11 თამაშიდან 22 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, რომელიც ჩემპიონობასთან ახლოა. მეორე ადგილზეა თბილისის  მამული, მესამეზე – ქარიშხალა. საპრიზო ადგილისთვის იბრძვის აჭარის გუნდიც.

 1-3 აპრილს სენაკსა და გლდანის სპორტდარბაზში ცალ-ცალკე შეიკრიბნენ დასავლეთის 4 და აღმოსავლეთის 5 გუნდი და ერთმანეთში ითამაშეს. ჩემპიონი გამოვლინდება თბილისში, 1-4 მაისის საერთო ტურის შემდეგ, თუმცა, ფოთელებს მდევრებთან საგრძნობი უპირატესობა აქვთ.

ოქროს ვერძმა სენაკში სამივე თამაში მოიგო და 22 ქულით პირველია. 20 ქულა აქვს მამულს, მაგრამ თბილისელებს ერთი თამაშით მეტი აქვთ და პირველი წრის მატჩიც 15-22 აქვთ წაგებული ფოთელებთან. მამული გლდანის ტურში 18-24 დამარცხდა ქარიშხალასთან და მდგომარეობა გაირთულა.  ქარიშხალამ ოთხივე მატჩი მოიგო და მამულს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილის შანსი აჭარის გუნდსაც დარჩა.  გლდანის ტურიდან აღსანიშნავია ყვარლის გუნდის თამაში – მათ პირველი წრის შემდეგ  მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ, მაგრამ მეორე წრე ორი მოგებით დაიწყეს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01მეორე წრე

1-3 აპრილი, სენაკი. დასავლეთიფოთი-სამტრედია 21-11, აჭარა-წყალტუბო 12-11, ფოთი- აჭარა 16-7, წყალტუბო – სამტრედია 6-18, აჭარა-სამტრედია 10-7, ფოთი-წყალტუბო 22-10 – მსაჯები: გ. გვაზავა, თ. ქიტესაშვილი

1-3 აპრილი, გლდანი. აღმოსავლეთიმამული-გორი 31-8პეგასი-ყვარელი 14-15გორი-ქარიშხალა 4-22

ყვარელი – მამული 4-23, ქარიშხალა – პეგასი 22-7, გორი-ყვარელი 7-17, პეგასი-მამული 10-24, ქარიშხალა-ყვარელი 19-11, პეგასი-გორი 20-7, მამული – ქარიშხალა 18-24 – მსაჯები: ი. ჭკუასელი-ნ. კევლიშვილი

————–თ–მ–ფ–წ——-ბ—–ქ

ფოთი——-11-11–0–0–232-103-22

მამული—–12-10–0–2–251-125-20

ქარიშხალა–12–9–1–2–205-116-19

აჭარა———11–7–1–3–126-102-15

წყალტუბო—11–4–0–7–146-159-8

სამტრედია—11–3–1–7–125-151-7

პეგასი———12–3–0–9–116-183-6

ყვარელი——12–2–1–9–90-181–5

გორი———-12–1–0-11–67-238–2

საერთო ტური: 1-4 მაისს, თბილისში

Leave a Reply