gnhf-rrr

ფინეთმა საქართველოს ნაკრები ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და 30:23 დაამარცხა.

ფინელებმა ორი შეხვედრის ჯამში 52:45 იმარჯვეს და შედეგად, დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გავიდნენ.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან გოლების გატანა გიორგი დიხამინჯიამ (5), თეიმურაზ ორჯონიკიძემ (4), მირიან გავაშელიშვილმა (3), უჩა მაისურაძემ (3), სანდრო დარსანიამ (3), ზურაბ აბრამიშვილმა (2), ირაკლი გოგოლაძემ (2) და ზურიკო სიმონიამ (1) შეძლეს.