ფინალში რუმინეთი და ხორვატია გავიდნენ

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ახალგაზდრულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატი შესარჩევ ტურნირზე რუმინეთში. ფინალური ტურნირის საგზურები მოიპოვეს რუმინეთმა და ხორვატიამ, მესამე ადგილზე უკრაინა გავიდა. 

გოგონათა ამ თაობამ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე 2015 წელს გამოვიდა (იქამდე ქალთა ხელბურთში ათწლიანი წყვეტა გვქონდა), ასაკობრივ ტურნირებზე თამაში ამ შეჯიბრებით დაასრულა და მომავალში უკვე ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებს. წილისყრის შემდეგ მეტოქედ მსოფლიო ქალთ ხელბურთის სამი გრანდი – რუმინეთი ხორვატია და უკრაინა გვერგო და სამივე მატჩი წავაგეთ. საბოლოო ჯამში, ამ თაობის ხელბურთელებმა საკმაო საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს და ბლო სამი წლის განმავლობაში თავი რამდენიმე კარგი ტურნირითა და გამარჯვებით დაგვამახსოვრეს (ლატვიასთან, ბელგიასთან, სლოვაკეთთან).  ნაკრების რამდენიმე წევრი უკვე უცხოურ კლუბში გამოდის, მათ გარდა კი უკვე გვყავს მომდევნო ორი თაობის ასაკობრივი ნაკრებიც, რაც ქალთა ხელბურთს კარგ პერსპექტივას უქადის.   

მეხუთე შესარჩევ ჯგუფში კი დიდი სკანდალი მოხდა. წილისყრის შემდეგ ერთ ჯგუფში მოხვდნენ სერბეთი და მისი ყოფილი ტერიტორია, კოსოვო. მასპინძლობის უფლება სერბებს ერგოთ და მათ ამაზე უარი არ უთქვამთ, ხოლო სტუმართა მეტი უსაფრთხოებისთვის ტურნირი ქალაქ კრაგუევაციდან ბელგრადში გადაიტანეს, მაგრამ, გაიმართა მხოლოდ ერთი მატჩი – ნორვეგიამ დაამარცხაა სლოვაკეთი 32-23, ხოლო ხერბეთსა და კოსოვოს ცარიელ დარბაზში, უმაყურებლოდ უნდა ეთამაშათ. თუმცა, პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ სერბეთის ნაკრებმა უარი თქვა თამაშზე და, ცხადია, შეჯიბრებიდან მოიხსნა, ხოლო სერბეთის ფედერაციამ კოსოვოელებს არც ნორვეგიასთან და სლოვაკეთთან თამაშის უფლება მისცა. ეს ორი მატჩი მოგვიანებით გაიმართება სხვა ქვეყანაში.

ხელბურთი. 20 მსოფლიო ჩემპიონატი 2018. ქალები. 1-15 ივლისიუნგრეთი

ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირები, 23-25 მარტი (11 საგზური).

2 ჯგუფი: რუმინეთი 6 ქულახორვატია 4 – უკრაინა 2, საქართველო 0

კლუჟ ნაპოკა, რუმინეთი, სალა პოლივალენტა (7200 ადგილი)

23 მარტი. ხორვატია-რუმინეთი 25-33

უკრაინასაქართველო 37-16

უკრ: ვორონკო, ჩიქოვანი, ვორონოვა – ჰოტრა 8, აკსონოვა 5, ჩერეპი 4, ფურმანეცი 4, პოლიაკი 4, ზინატულინა 3, ბორეიჩუკი 2, მარკევიჩი 2, მელეკესცევა 2, ვალოვა 2, ბიესოვა 1, ბეზრუკოვა 

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი – კუნელაშვილი 8, ყველაშვილი 4, ვენეცკი 2, ჩოხელი 1, იაშვილი 1, მიხელიძე, ა. ჩხაიძე, ჩირგაძე, ჯავახიშვილი, შახულოვი, ე. ჩხაიძე, თეთრაშვილი
მსაჯები: მაიკე მერც – ტანია შილჰა (გერ)

24 მარტი. ხორვატია-უკრაინა  29-23

რუმინეთი-საქართველო 32-13

რუმ: ჩუკა, ჰოსუ, კელემენი – ტარსოაგა 5, ტირკა 4, ტეკარი 4, მარინი 3, ნიკიტიანი 3, პოპესკუ 3, სტინგა 3, ბადია 2, ბანჩუ 1, ბუკური 1, მიჰარტი 1, პეტრუში 1,  ვაკარიუ 1

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი – ვენეცკი 4, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 3, ყველაშვილი 2, იაშვილი 1, ჩირგაძე, მიხელიძე, თეთრაშვილი, ა. ჩხაიძე, ჯავახიშვილი, შახულოვი, ე. ჩხაიძე

მსაჯები: დანიელ კრაუზე – ნიკლას პედერსენ (დან)

25 მარტირუმინეთი-უკრაინა 28-27

საქართველოხორვატია 18-33

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი – ჩოხელი 4, ყველაშვილი 3, კუნელაშვილი 3, ა. ჩხაიძე 2, ვენეცკი 2, იაშვილი 2, ე. ჩხაიძე 1, თეთრაშვილი 1, მიხელიძე, ჩირგაძე, შახულოვი, ჯავახიშვილი

ხორ: ბესენი, ეჩიმოვიჩი – იაპუნძა 8, კარლოვჩანი 6, ჩურიჩი 4, ლუკიჩი 4, ზება 4, დობრიჩი 2, კასელი 2, ჩარი 1, ცივლიაკი 1, ფრანუშიჩი 1,  კაპეტანოვიჩი, მიკოლიჩი, მრაზოვიჩი, მრდენი

მსაჯები: მაიკე მერც – ტანია შილჰა (გერ)

დელეგატი: პეტერ ელეშ (უნგ)

საქართველოს ნაკრები

GK 12 ანა ვარდიშვილი (1999, 177, მამული)

GK 16 ქრისტინე ჯავახია (1998, 176, იდმან აკადემიასი, აზე)

LW ანა ჩხაიძე (2003, 160, ქარიშხალა)

LW 14 ქეთი იაშვილი (2000, 166, მამული)

LB 13 ქეთი კუნელაშვილი (1999, 175, გრანოლერსი, ესპ)

LB 20 ელისაბედ ჩხაიძე (2002, 178, პეგასი)

CB 19 ანა ყველაშვილი (1998, 170, მამული)

CB ელენე ჯავახიშვილი (2000, 172, მამული)

RB ნინო შახულოვი (2001, 166, მამული)

RB 18 ქეთევან ვენეცკი (1998, 174, იდმან აკადემიასი, აზე)

RW 23 მარიამ მიხელიძე (1999, 168, ყვარელი)

17 (კაპ) მედეა ჩოხელი (1999, 177, ISI მიდტიულანდი, დან)

თამთა თეთრაშვილი (1998, 170, ყვარელი) 

24 ჯულია ჩირგაძე (2001, 180, წყალტუბო)

მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972), მწვრთნელი: ინა ჭკუასელი (1985)

მენეჯერი: ლანა მარგიანი (1988), ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)

ჯგუფი: (პორტუგალიაში) ესპანეთი 4 (+6)პორტუგალია 4 (+1) – ავსტრია 4 (-7), ბულგარეთი 0

ჯგუფი: (შვედეთში) ჰოლანდია 5შვედეთი 5 – ჩეხეთი 2, პოლონეთი 0

ჯგუფი: (ისლანდიაში) გერმანია 6ისლანდია 4 – ლიტვა 2, მაკედონია 0

ჯგუფი: (სერბეთში) ნორვეგია, სერბეთი, სლოვაკეთი, კოსოვო – ჩაიშალა

ჯგუფი: (ფარერის კუნძულებზე) სლოვენია 4 – ფარერები 2, თურქეთი 0

ჯგუფი: (მონტენეგროში) მონტენეგრო 4 – შვეიცარია 1, საბერძნეთი 1

1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 4-7 ჯგუფებიდან – თითო

(პირდაპირ ფინალურ ტურნირზე დაუშვეს უნგრეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დანია)

Leave a Reply