gnhf-rrr

ფინალში რუმინეთი და ბელარუსი გავიდნენ

ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატზე, ფინალში გავიდნენ რუმინეთი და ბელარუსი. რუმინეთმა ნახევარფინალში 34-21 მოუგო მონტენეგროს, ხოლო ბელარუსმა, შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ – ბოსნიას, 35-34.

საქართველოს ნაკრებმა 29-31 წააგო 5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი ბელგიასთან და კვირას, 12 საათზე, მეშვიდე ადგილისთვის ბრიტანეთს ეთამაშება. 14 საათზე ერთმანეთს ლატვია და ბელგია შეხვდებიან მეხუთე ადგილისთვის, 16 საათზე ბრინჯაოს ფინალია, ხოლო 18 საათზე – მთვარი მატჩი, რომლის გამარჯვებულიც 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდება.

პარალელურად, ლიტვასა და ბულგარეთში მიმდინარეობს ორი ანალოგიური შეჯიბრება, ხოლო ხორვატიაში 16 უძლიერესი გუნდი თამაშობს თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობისთვის. საქართველოს, ლიტვისა და ბულგარეთის ტურნირების თითო გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდება, ხორვატიაში 14-16 ადილებზე გასულთა ნაცვლად.

ხელბურთი. 18  ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

ნახევარფინალი. 1-4 ადგილები. 20 აგვისტო

რუმინეთი-მონტენეგრო 34-21

ბელარუსი-ბოსნია 35-34 (31-31, პენ 4-3)

ნახევარფინალი. 5-8 ადგილები

საქართველო – ბელგია 29-31

საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – იობაშვილი 5, მიქავა 4, ბაინაზიშვილი 4, რუსტამოვი 4, ბულბულაშვილი 3, გოგავა 3, ცხოვრებაძე 2, ზარნაძე 1, ბაჯალაძე 1, ყორიაული 1, ტიელიძე 1, ლაპიაშვილი, ხელაძე

ბელ: რემერი, სხუნკი – სტროვენი 7, მასა 5, ბაინენსი 5, ბეკერსი 3, დიუბუ 3, ვევებერგი 2, დენოელი 2, კონიკსი 2, მარშალი 1, ვოგლერი 1, კელხტერმანი, ვან ჰასენდონკი, ვანდევუსტინე, ვინბერგი

მსაჯები: როში, ლინსტერი (ლუქ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), კონოპლიასტი (უკრ)

ლატვია-ბრიტანეთი 26-21

21 აგვისტო, ფინალი

12:00 7-8 ადგილები. საქართველო-ბრიტანეთი

14:00 5-6 ადგილები. ბელგია-ლატვია

16:00 3-4 ადგილები. მონტენეგრო-ბოსნია

18:00 1-2 ადგილები. რუმინეთი-ბელარუსი

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://ehf2016m18.ge/

Leave a Reply