ukr

ფინალური ოთხეული ხვალ დაწყვილდება  

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პარასკევს რეგულარული სეზონის ბოლო ტურია. ფინალური ოთხეული უკვე გამოვლინდა, მაგრამ დასადგენია ნახევარფინალური წყვილები. ამ მხრივ, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებისა და თელავის იმედის მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ბოლოსწინა, მეოცე ტურში ბათუმმა შედეგიანობის რეკორდი დაამყარა და 60-38 მოუგო გორს, იმედმა 47-32 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, ქუთაისმა დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც გატეხა პეგასი – 45-44, ხოლო სტუ-ქარიშხალა დამარცხდა სამტრედიასთან – 29-30. სამტრედიელების ხუთივე შვიდმეტრიანი მოიგერია ქარიშხალას მეკარე ხიდეშელმა, მაგრამ ბოლო შეტევაში, სათამაშო დროს გასვლის შემდეგ, სამტრედიელმა ძნელაძემ ცხრამეტრიანიდან გაიტანა გამარჯვების გოლი.

უფრო საინტერესოა, რა შეიძლება მოხდეს ბოლო დღეს. 35 ქულით ლიდერობს ბათუმი. 33-33 აქვთ თელავსა და ქუთაისს. თუ ქუთაისმა დაამარცხა სტუ-ქარიშხალა და თელავმა მოუგო ბათუმს, მაშინ სამი გუნდი 35-35 ქულას დააგროვებს და პირველ ადგილზე გავა იმედი, რადგანაც ამ 3 გუნდის ურთიერთშეხვედრებში 7 ქულა ექნება, ბათუმს – 6 და ქუთაისს – 5. ასეთ შემთხვევაში ნახევარფინალური წყვილები ასეთი იქნება: თელავი-პეგასი, ბათუმი-ქუთაისი.

მაგრამ თუ ბათუმმა მოუგო თელავს ან ფრე ითამაშა, მაშინ პირველ ადგილს შეინარჩუნებს და ნახევარფინალში პეგასს შეხვდება, თელავის იმედი კი – ქუთაისს. ნახევარფინალები 4 მაისს გაიმართება, 5 მაისს – ფინალია საქართველოს 2018 წლის ჩემპიონობისთვის. 

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2

19 აპრილი. BSB ბათუმი – გორი 60-38

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – გოგოლაძე 13, აბრამიშვილი 10, თევზაძე 7, ხაჟომია 6, სურმავა 6, წივწივაძე 6,  ქარდავა 5, ტალახაძე 3, ბერძენიშვილი 2, მჟავანაძე 2, ყაველაშვილი

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი 1 – ტიელიძე 18, ანტონოვიჩი 9, ზუბიაშვილი 4, ზოზიაშვილი 3, შემშენოვი 2, ოსეფაშვილი 1

მსაჯები: სიარჰეი კულიკ – ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

იმედი თელავი – წყალტუბო 47-32

თელ: ხარაიშვილი, ცინცაძე – ალანია 11, აბჟანდაძე 8, მიქავა 8, ცისკარიშვილი 6, იობაშვილი 4, ბაინაზიშვილი 3, ერისთავი 3, გავაშელიშვილი 2, ყორიაული 1, გულდედავა 1, დოლმაზაშვილი, კორსანტია, ბერაძე,

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 19, მ. გველესიანი 5, გელა გველესიანი 3, ჯიმშელეიშვილი 2, შვანგირაძე 2, ნიჟარაძე 1, გიორგაძე, კახაია

მსაჯები: ინა ჭკუასელი – თამაზ კევლიშვილი

ქუთაისი – პეგასი 45-44

ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 11, რუსტამოვი 10, ჭელიძე 9, გამზარდია 6, სიმონია 5, გოგალაძე 2, გრიშიკაშვილი 1, მათნაძე 1, ფერაძე, მერკვილაძე, კობახიძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ზარნაძე 13, კალანდაძე 12, ლაპიაშვილი 7, ბაძაღუა 6, ქათამაძე 4, კუხალაშვილი 1, გვაზავა 1, კაკაბაძე, ჟვანია, ჭანტურია

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ – ვალერი როჟკოვ (უკრ)

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 29-30

სტუ: ხიდეშელი – ხანდოლიშვილი 7, თიგიშვილი 6, მამულაშვილი 6, ოსიყმაშვილი 4, გურასპაული 4, ასაბაშვილი 2, ბარკალაია

სამ: შველიძე – თევზაძე 8, ძნელაძე 8, გაგუა 7, ხომერიკი 4, ადამია 3, ხელისუფალი, მანაგაძე, ქავზინაძე, ნადირაძე

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–20–16—3—1–768-573–35

ქუთაისი————20–16—1—3–747-590–33

იმედი თელავი—-20–16—1—3–696-570–33

პეგასი—————20–11—1—8–732-682–23

გორი—————-20—9—0–11–685-758–18

სტუ-ქარიშხალა—20—5—0–15–621-672—10

წყალტუბო———20—2—0–18–578-767—4

სამტრედია———20—2—0–18–539-754—4     

20 აპრილი

12:00 ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია – პეგასი

16:00 BSB ბათუმი – იმედი თელავი

18:00 გორი – წყალტუბო

ფინალური ოთხეული

4 მაისი: ნახევარფინალი, 5 მაისი: ფინალი

Leave a Reply