ukr

ფინალური ოთხეული სამი ფრანგული კლუბით

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამი ფრანგული გუნდი გავიდა: პარი სენ ჟერმენი, მონპელიე და ნანტი. მეოთხე მონაწილეა შარშანდელი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი. ფინალური ოთხეული 26-27 მაისს გაიმართება კიოლნში, ნახევარფინალის წილისყრა 2 მაისაა. 

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-18/1187447

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებში შარშანდელმა ფინალისტმა, პარი სენ ჟერმენმა  მეორედაც დაამარცხა პოლონეთის კელცე, 35-32; ნანტმა სტურად ფრედ ითამაშა დანიაში, სკიერნთან, 27-27; მონპელიემ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ შინ გაანადგურა გერმანიის ფლენზბურგი, 29-17.

ყველაზე დაძაბული იყო სკოპიეს ვარდარისა და გერმანიის კილის მატჩი. ვარდარმა უკანასკნელ წამებზე მოიგო პირველი მატჩი (29-28), შინ კი თითქმის იგივე დაემართა, რაც კილს: გერმანელები ბოლო წუთზე გავიდნენ წინ (28-27), მაგრამ კიდევ ერთი ბურთი სჭირდებოდათ, რადგანაც ვარდარს სტუმრად ერთი გოლით მეტი ჰქონდა გატანილი. მიზნის მისაღწევად კილს უბრალოდ დრო არ ეყო და ფინალური ოთხეული ზედიზედ მეორედ ჩაივლის გერმანული კლუბების გარეშე.

2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლიგა ფინალური ოთხეულის ფორმატზე გადავიდა, პირველად მოხდა, რომ ნახევარფინალში ერთი ქვეყნის სამმა გუნდმა გააღწია. ამ სამეულიდან ლიგა ერთადერთხელ, 2003 წელს მოუგია მონპელიეს.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2017-18, კაცები  

მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები 28-29 აპრილი

მონპელიე (საფ) – ფლენზბურგი (გერ) 29-17 (28-28)

რიშარდსონი 9, ტრუხანოვიჩუსი 7, პორტი 4 – სვანი 5

პსჟ (საფ) – კელცე (პოლ) 35-32 (34-28)

რემილი 9, ჰანსენი, ნილსენი 5 – ბელეცკი, დუიშებაევი 5

ვარდარი (მკდ) – კილი (გერ) 27-28 (29-28)

ბოროზანი 6, ცინდრიჩი 5 – ეკბერგი, ვინჩეკი, ზარაბეცი 5

სკიერნი (დან) – ნანტი (საფ) 27-27 (27-33)

ზონდეგორი 8 – გურბინდო 6, კლაინი 5

ფინალური ოთხეული: კიოლნი, 26-27 მაისი, წილისყრა 2 მაისს

Leave a Reply