gnhf-rrr

ფარერები მეხუთე ცდით ჩემპიონია

ფარერის კუნძულების ნაკრებმა ფინალში, 1000 მაყურებლის თვალწინ 28-14 დაამარცხა საქართველო და EHF/IHF ქალთა თასი მეხუთე ცდიდან მოიპოვა. აქამდე გუნდს წაგებული ჰქონდა ტროფის 4 ფინალი – 2012 წელს ბულგარეთთან, 2008 წელს ფინეთთან, 2006 წელს ბოსნიასთან და 2004 წელს იტალიასთან. საქართველომაც გააუმჯობესა საუკეთესო შედეგი, რომელიც გუნდმა 2006 წელს აჩვენა – მეოთხე ადგილი.

 

ფინალი, 13 მარტი. საქართველო – ფარერები 14-28

საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – ქიტესაშვილი 5, კუნელაშვილი 3, გადელია 2, ვენეცკი 2, ღვალაძე 1, ყველაშვილი 1, ჩოგოვაძე, ჩოხელი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე – მწვ. გვაზავა

ფარ: ფრიზჰაიმი, ფრიზმუნდსდოტირი – ჰალსდოტირი 9 გ. პოულსენი 6, მატრას ლარსენი 5, კ. პოულსენი 4, ელიასენი 3, ბეკ-ნილსენი 1, ბარდადოტირი, ჰილდიბიარტსდოტირი, დალ ჰანუსონი, ჰოი, პალსდოტირი, ტორდადოტირი – მწვ. იენსენი

მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ), დელეგატი: გოულაო (პორ), ზედამხედველი: ფეგირი (უკრ)

ფარერები თავიდანვე დაწინაურდა მეკარე ანიკა ფრისჰაიმის და უკანახაზელები, სივ მატრას ლარსენისა და მარი ჰალსდოტირის ბრწყინვალე მოქმედებებით. საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში კონტრთამაში ჰქონდა, მე-13 წუთზე გადელიამ შვიდმეტრიანიდან სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 4-5, მაგრამ როდესაც ტაიმის ბოლოს ქართველების ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ, კუნელაშვილმა მხრის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ცხადი გახდა, რომ გუნდს გაუჭირდებოდა. ტაიმი ფარერებმა 11-6 მოიგო.

მეორეში დაშავდა უკვე გადელია და ფარერებმა პროგრესულად დაიწყო სხვაობის ზრდა, რამაც საბოლოოდ 14 ბურთი შეადგინა – 14-28.

წაგების მიუხედავად, ახალ სპორტის სასახლეშ შეკრებილმა მაყურებელმა ოვაცია მოუწყო თავის გუნდს, რომელმაც ტურნირზე 4 მატჩი მოიგო და მთელ ქვეყანას შეახსენა, რომ საქართველოს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ქალთა ნაკრები ჰყავს. ჩვენი ლამაზი და მებრძოლი გოგონები მთელმა ქვეყანამ გაიცნო, ხელბურთი ერთი კვირის განმავლობაში მედიის ჰედლაინებში იყო.

თამაშის შემდეგ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

3 ადგილისთვის . ბელგია – ლატვია 21-30

ბელ: სმეტი, შულგა – გისენსი 6, ჰააზენი 6, მარტინი 2, ლამოტი 2, დე ბლენდე 1, აბელი 1, კარუზო 1, პუტცაისი 1, ტილკინი 1, ანტონისენი, დაუსი, პეტერსი – მწვ. სტრაიკერსი

ლატ: მალცენიეცე, კოკინა – არმანე 9, პურვინა 5, გ. კაულაკანე 4, ლაპსა 4, სკუდრა 3, რუტკოვსკა 2, იუგანე 2, დერგაჩევა 1, უმიაროვა, ზ. კაულაკანე, კრუმინია, ვაიდე – მწვ. ბრიკმანე

ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ლატვიის გუნდმა 30-21 დაამარცხა ბელგია. ლატვიელებმა გააუმჯობესეს 2012 და 2014 წელს ნაჩვენები შედეგი ტროფიზე – მეხუთე და მეოთხე ადგილი და ამჯერად ბრინჯაოს მედლეი მოიპოვეს.

ბელგია ერთადერთხელ დაწინაურდა მატჩში, მესამე წუთზე და ამის შემდეგ უპირატესობა მეტოქეს გადააბარა. ლატვიელებიდან საუკეთესო მოთმაშის პრიზი მეკარე მალცენიეცემ მიიღო, ხოლო ბომბარდირი გახდა სიმონა არმანე 9 გოლით. ბელგიის გუნდში საუკეთესო იყო შუამარბი ესტელ გისენსი – 6 გოლი.

აგნია მალცენიეცე, ლატვია – რთული იყო, მაგრამ ჩვენ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თავით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ.

ესტელ გისენსი, ბელგია – კარგი თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. მე მინდა მივულოცო ლატვიას გამარჯვება, და ვიმედოვნებ რომ შეცდომების გაანალიზებით ჩვენ გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს.

5 ადგილისთვის. კვიპროსი – ესტონეთი 23-33

კვიპროსმა 2008 წელს ზუსტად მეხუთე ადგილისთვის მატჩი მოუგო ესტონეთს, რომელმაც 8 წლის მერე აიღო რევანში – 33-23. ამჯერად ესტონელების უპირატესობა აშკარა იყო. 8-8 გოლი გაიტანეს ალინა მოლკოვამ და მილენა პოდზიგუნმა, კვიპროსელთაგან საუკეთესო იყო კონსტანტინა ხაძიმატაიუ.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-13CypEst.pdf

7 ადგილისთვის. სომხეთი – ალბანეთი 29-5

სომხეთმა 29-5 დაამარცხა ალბანეთი და მეშვიდე ადგილი დაიკავა. ალბანეთი ტურნირზე მეორედ გამოდიოდა და 2006 წლის შედეგი, მერვე ადგილი გაიმეორა. სომხეთის ნაკრები ადრე ორჯერ გასულა მეექვსეზე – 2006 და 2010 წელს.

ოქმი: http://womenstrophy.ge/images/2016-03-13ArmAlb.pdf

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი. 8-13 მარტი, 2016. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: საქართველო 6 ქულა (+67), ლატვია 4 (+55) – კვიპროსი 2 (+1), ალბანეთი 0 (-123)

8 მარტი. ლატვია-ალბანეთი 48-1, კვიპროსი-საქართველო 10-33

9 მარტი. ალბანეთი-კვიპროსი 3-41, საქართველო-ლატვია 31-25

10 მარტი. კვიპროსი-ლატვია 17-31, საქართველო-ალბანეთი 44-6

B ჯგუფი: ფარერები 6 (+54), ბელგია 3 (+29) – ესტონეთი 3 (+20), სომხეთი 0 (-103)

8 მარტი. ფარერები-ესტონეთი 26-17, ბელგია-სომხეთი 46-10

9 მარტი. სომხეთი-ფარერები 7-45, ესტონეთი-ბელგია 21-21

10 მარტი. ესტონეთი-სომხეთი 38-9, ფარერები-ბელგია 21-14

12 მარტი. ნახევარფინალი

5-8 კვიპროსი – სომხეთი 28-16

5-8 ესტონეთი-ალბანეთი 61-2

1-4 საქართველო-ბელგია 18-14

1-4 ფარერები-ლატვია 25-18

13 მარტი. ფინალი

7-8 სომხეთი-ალბანეთი 29-5

5-6 კვიპროსი – ესტონეთი 23-33

3-4 ბელგია-ლატვია 21-30

1-2 საქართველო-ფარერები 14-28

Leave a Reply