უნგრულ-რუმინული ფინალი ჩემპიონთა ლიგაში

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ ფინალური ოთხეულის მასპინძელი, უნგრეთის დიორი ეტო, რომელმაც 21-20 მოუგო თასის შარშანდელ მფლობელს, მონტენეგროს ბუდუჩნოსტს და რუმინეთის CSM ბუქარესტი, ვინც 27-21 დაამარცხა მაკედონიის ვარდარი. ფინალი დღესაა ბუდაპეშტში. 

ლიგის ბოლო ოთხი გათამაშების გამარჯვებულების, დიორისა (2013, 14) და ბუდუჩნოსტის (2012, 15) მატჩი უკიდეურესად დაძაბული იყო. უნგრულმა კლუბმა უმკაცრესი, უხეშობის ზღვარზე მისული დაცვა შესთავაზა მეტოქეს და მსაჯებსაც არაფერი ჰქონიათ ამის საწინააღმდეგო. საბოლოოდ, დიორმა გაანეიტრალა მეტოქის მძლავრი უკანა ხაზი – ნიაგუ, ბულატოვიჩი და კნეზევიჩი, რაშიც თავი განსაკუთრებით მეკარე გრიმსბომ და მცველებმა, ალსტადმა და ბროკმა გამოიჩინეს.

მასპინძლებმა მოიგეს პირველი ტაიმი 11-8, მაგრამ მეორის დასაწყისში ბუდუჩნოსტმა ოთხბურთანი სპუტი მოაწყო და წინაც გავიდა – 12-11. დიორის ინტერნაციონალმა – ჰოლანდიელმა ხროოტმა, ნორვეგიელებმა ლოკემ და სულანდმა, ბრაზილიელმა ამორიმმა მაინც წინ გაიყვანეს თავისი გუნდი, თუმცა, შარშანდელ ჩემპიონს ბოლო წუთზე ორჯერ ჰქონდა გათანაბრების შანსი – მაგრამ გრიმსბომ ჯერ რადმილა პეტროვიჩს აუღო კუთხიდან, ხოლო სირენამდე 7 წამით ადრე მილენა კნეზევიჩს ტექნიკური წუნი, ორტარი მოუვიდა.

ბუქარესტი ჩემპიონთა ლიგაში პირველად თამაშობს, პირველივე ცდიდან გავიდა ფინალში და იოლად, 27-21 მოუგო სკოპიეს ვარდარს, ვინც მას შემდეგ, რაც ქალთა ლიგაში ფინალური ოთხეულის ფორმატი შემოიღეს, ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ მესამედ წააგო. მეორე ტაიმის შუაში ანგარიში უკვე 22-11 იყო და გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევდა.

უნგრულ-რუმინული ფინალი 19:45 საათზე დაიწყება და მისი ნახვა ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით იქნება შესაძლებელი ინტერნეტში. http://www.ehftv.com/int/livestream/womens-ehf-final4-final

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16,  ქალები

ფინალური ოთხეული. ბუდაპეშტი, ლასლო პაპის არენა.

7 მაისი, მახევარფინალი. 11 000 მაყურებელი

დიორი ეტო (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 21-20

დიო: გრიმსბო, კიში – ხროოტი 4, ლოკე 4, სულანდი 4, ამორიმი 3,  კოვაჩიჩი 2, ბროკი 1, გორბიცი 1, ჰარშფალვი 1, კნედლიკოვა 1, ალსტადი, ორბანი, ლაკატოში, ჰუდაკი, ტოტი

ბუდ: ზდერიჩი, ნენეზიჩი – ნიაგუ 6, ბულატოვიჩი 4, კნეზევიჩი 4, მეჰმედოვიჩი 2, პეტროვიჩი 2, იაუკოვიჩი 1, ბ. პავიჩევიჩი 1, ცვიიჩი, ბიზდრა, რამუსოვიჩი, აგოვიჩი, კოვაჩევიჩი, ირმანი, ი. პავიჩევიჩი

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-ehftv-semifinal-1-buducnost-gyor-highlights

CSM ბუქარესტი (რუმ) – ვარდარი (მკდ) 27-21

ბუქ: გრუბიშიჩი, იორდაკე, პესოა – როდრიგეს ბელო 5, ბრადიანუ 4, გულდენი 4, ლ. იორგენსენი 4, მანეა 4, ბაზალიუ 2, ფისკერი 2, მარტინი 1, ვარზარუ 1, ტორსტენსონი, კურეა, ნანი, ვეტკოვა

ვარ: ლეინო, სუსლინა – ლეკიჩი 6, დემბელე 4, ლაზოვიჩი 2, რადიჩევიჩი 2, ალტჰაუსი 1, პენეზიჩი 1, კოიჩი 1, დამნიანოვიჩი 1, ხმიროვა 1, კლიკოვაცი 1, სოკაჩი 1, ჩერნოივანენკო, იხნევა, რისტოვსკა

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-ehftv-semifinal-2-bucuresti-vardar-highlights

8 მაისი. მესამე ადგილისთვის

17:15 ბუდუჩნოსტი-ვარდარი

http://www.ehftv.com/int/livestream/womens-ehf-final4-3rd-place-match

ფინალი, 19:45. დიორი – ბუქარესტი

http://www.ehftv.com/int/livestream/womens-ehf-final4-final

ქალები. EHF თასი. ფინალი

მეცინგენი (გერ) – დუნაუივაროში (უნგ) 28-26, 21-29

ქალები. ჩელენჯ კაპი. ფინალი

კასტამონუ (თურ) – გრან კანარია (ესპ) 25-29, 29-33

ქალები. თასების მფლობელთა თასი. ფინალი

ჰოლსტებრო (დან) – ტოლიატი (რუს) 31-27, 30-25

Leave a Reply