gnhf-rrr

უმაღლესი ლიგა: მეექვსედ 8 გუნდით

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლსი ლიგა ხელბურთში. პირველ დღეს თელავი სტუ-იმედმა 41-33 დამარცხა გორი, თბილისის პეგასმა მოუგ სპორტის უნივერსიტეტის გუნდს, 43-31. 

აღმოსავლეთის ოთხეული სამშაბათ-ოთხშაბათსაც ითამაშებს ერთმანეთში, 25-27 ნოემბერს კი ანალოგიურ ტურს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართავენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი, წყალტუბო და სამტრედია. პირველი წრის საერთო ტური 10-13 დეკემბერსაა თბილისში. ფორმატი უცვლელია – სამწრიან რეგულარულ სეზონში რვა გუნდი 21-21 მატჩს გამართავს, შემდეგ კი ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას.

მეექვსე სეზონია, უმაღლეს ლიგაში 8 გუნდი თამაშობს. წლეულს გაერთიანდა ორი კლუბი  – თელავის იმედი და სტუ, ხოლო გამოთავისუფლებული, მერვე ადგილი დებიუტანტმა, სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა შეავსო. ხვალ თამაშობენ სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი, გორი – პეგასი.

ტრადიციულად, ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟისა და ჩანაწერების ნახვა სეგიძლიათ ხელბრთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

19 ნოემბერი, არენა 2

იმედი-სტუ თელავი – გორი 41-33

იმ: ცინცაძე 1, ხიდეშელი – ცისკარიშვილი 8, დოლმაზაშვილი 7, მაისაშვილი 7, კორსანტია 6, გავაშელიშვილი 5, ყორიაული 3, გოგალაძე 2, ბაინაზიშვილი 1, ამირანაშვილი 1, ბერაძე – მწვ. კეკელიძე, ორჯონიიძე, მეტრეველი  

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე – მჭედლიშვილი 12, ზუბიაშვილი 5, ახალბედაშვილი 4, დალაქიშვილი 4, გუდურაშვილი 4, ტარუაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ხუბულური – მწვ. მამაცაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

პეგასი – სპორტუნი 43-31

პეგ: გორგოძიანი, დიხამინჯია – ბაძაღუა 10, კუხალაშვილი 10, გრიშიკაშვილი 6, ზარნაძე 5, შუბითიძე 3, კალანდაძე 3, ჟვანია 2, დგებუაძე 2, კოხრეიძე 1, პატაშური 1, გვაზავა, ასაბაშვილი – მწვ. კალანდაძე, სახვაძე

სპ: ხარაიშვილი – გ. იობაშვილი 10, ჩიკვილაძე 6, თიგიშვილი 5, ჩაკვეტაძე 3, გულდედავა 3, გოდელაშვილი 2, ერისთავი 2 – მწვ. შარანგია, სამადაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

20 ნოემბერი, არენა 2

13:00 სპორტუნი – იმედი-სტუ თელავი 

15:00 გორი – პეგასი

21 ნოემბერი, არენა 2

13:00 გორი – სპორტუნი

15:00 იმედი-სტუ თელავი – პეგასი

25 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 ბსბ ბათუმი – წყალტუბო

16:00 ქუთაისი – სამტრედია

26 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 სამტრედია – ბსბ ბათუმი 

16:00 წყალტუბო – ქუთაისი

27 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 წყალტუბო – სამტრედია

16:00 ბსბ ბათუმი – ქუთაისი

პირველი წრის საერთო ტური: 10-13 დეკემბერი, არენა 2

Leave a Reply