ტყიბული ჩემპიონია

დღეს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში საქართველოს ქალ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

მესამე ადგილის მატჩში ერთმანეთს ოქროს ვერძი და ყვარელი დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმი ფოთელებმა 8 ბურთით მოიგეს (18-10) და მეორე ტაიმშიც გაზარდეს სხვაობა (34-23). გამორჩეული მატჩი ქონდათ ორივე გუნდის მეკარეებს მარიამ ჩავჩიძეს, ანანო გაწერელიას (ოქროს ვერძი) და ყვარლელთა მხრიდან მარიამ ჩაჩუას. 

ფინალში ერთმანეთს ტყიბული და მართვე ხვდებოდნენ. შესვენებაზე მართვე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა (14-13), თუმცა მეორე ტაიმში ტყიბულმა თამაშის შემობრუნება შეძლო (29-27) და ჩემპიონი პირველად გახდა. ტყიბულელთაგან 12 გოლით საუკეთესო იყო თეკლა ძამუნაშვილი, ხოლო მართვედან გამოირჩა ია ჩხაიძე (9 გოლი).

მესამე ადგილი

ოქროს ვერძი 34-23 ყვარელი

ოქროს ვერძი

ქაჯაია 6, გვათუა 6, გოგია 5, ბაირამიდი 5, მახარაშვილი 4, კუპრიევა 3, კობახია 2, ესაკია 1, დარჩია 1, ბებია 1, ქამაშიძე, ჩავჩიძე, გაწერელია

ყვარელი

თავღორაშვილი 7, სმოიანი 5, სურამლიშვილი 5, მიხელიძე 2, აფციაური 2, სისოშვილი 1, ედიშერაშვილი 1, ამონაშვილი, ჩაჩუა

ფინალი

ტყიბული 29-27 მართვე

ტყიბული

ძამუნაშვილი 12, არაბიძე 9, გობეჯიშვილი 2, რობაქიძე 2, ლაფერაძე 1, ოდიკაძე 1, ჯანდიერი 1, კოვზირიძე 1, კახნიაშვილი, კეკელია, მესხორაძე

მართვე

ი. ჩხაიძე 9, ა. ჩხაიძე 7, ქ. ცინცაძე 4, ჭინჭარაული 3, მ. ცინცაძე 2, კირვალიძე 2, ბარათაშვილი, არაბაჯიევი, ბერიძე, დიხამინჯია, ნიკურაძე, ჯინჭარაძე, გურგენიძე, დოღაძე

ეროვნული და ახალგაზრდული ჩემპიონატები სექტემბერში განახლდება.

#იცხოვრეხელბურთით #იყავიგანსაკუთრებული #georgianhandball #womensnational #season2023x2024 #women

Leave a Reply