ტრავმირებულთა სია გაიზარდა

საქართველოს ნაკრებში ტრავმირებულთა სია გაიზარდა: გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენაშვილი და ლექსო წითელიშვილი ფინეთში ვერ დაგვეხმარებიან.
მანამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ორივე შეხვედრას გამოტოვებდნენ ირაკლი ჩიქოვანი, ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის საპასუხო მატჩი ფინეთის წინააღმდეგ ხვალ, 9 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა EHF-ის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი https://ehftv.com/home